მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგანმანათლებლო სექტორის პოპულარიზაციისა და გააქტიურების საიტი Etaloni.ge მორიგ შემოქმედებით აქტივობას იწყებს - საზაფხულო ინიციატივა მოსწავლეებისათვის !
გახდი შენი მხარის საზაფხულო მეგზური და Etaloni.ge-ს საშუალებით მოუყევი ყველას შენი სკოლისა თუ სოფლის/ქალაქის გამორჩეული ამბების შესახებ. მთელი ზაფხულის განმავლობაში, საჯარო თუ კერძო სკოლის მოსწავლეებს საშუალება გეძლევათ, გახდეთ ჟურნალისტები და Etaloni.ge-ს საშუალებით თქვენი რეგიონის/რაიონის გამორჩეული ადგილები მთელ საქართველოს ფოტო ან ვიდეო სიუჟეტის საშუალებით გააცნოთ.
ინიციატივაში ჩართვა საქართველოს ნებისმიერ საჯარო და კერძო სკოლას შეუძლია. ამისათვის საჭიროა საინტერესოდ მოგვიყვეთ, ვიდეო ან ფოტორეპორტაჟის სახით მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი მხარის გამორჩეული ღირსშესანიშნაობების შესახებ.
განსაკუთრებულად საინტერესო მასალები Etaloni.ge-ზე გამოქვეყნდება და მას არა მხოლოდ მთელი საქართველო, არამედ უცხოეთში მცხოვრები არაერთი ქართველი გაეცნობა!
მოგვაწოდეთ ფოტოები და ვიდეოები ელ. ფოსტაზე: info@etaloni.ge ან Etaloni.ge - ს ფესბუქ გვერდზე შეტყობინების საშუალებით. თან მოგვწერეთ სახელი, გვარი, სკოლა და საკონტაქტო ტელეფონი.
შენიშვნა: ფოტოების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს და თითოეულს თან უნდა ახლდეს მცირე აღწერილობა. ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს.
ფოტო/ვიდეო სიუჟეტის გამოგზავნა შეუძლია სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგს, მოსწავლეს ან სკოლის ნებისმიერ წარმომადგენელს. მიღებული ფოტოები და ვიდეოები განთავსდება გამომგზავნის და მისი სკოლის სახელით.
ფოტოსა და ვიდეოზე ასახულ პირებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ფოტოს გამომგზავნს.
Etaloni.ge-ს საზაფხულო ინიციატივა გაგრძელდება 9 სექტემბრის ჩათვლით.
წარმატებებს გისურვებთ!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ