სიახლეები


როგორ დავიცვათ თავი დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედებისგან - სპეციალისტების რჩევები
11-07-2018
-
+


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2018 წლის ანგარიშში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის სიდიდის მაჩვენებლით საქართველო 70-ე ადგილზეა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების განმარტებით, შარშან აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო მე-4 ადგილზე მოხვდა, რაც არაზუსტი მონაცემების ანალიზის და მოძველებული სტატისტიკის გამოყენებამ განაპირობა. 

უფრო მეტიც, ადრინდელი მონაცემებით, საქართველოსა და თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას 300%-ით აჭარბებდა. საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების შესახებ ინფორმაცია „ამერიკის ხმამ“  გაავრცელა. გამოცემის ცნობით, ჰაერის დაბინძურების შედეგად წლის განმავლობაში საქართველოში საშუალოდ 3741 ადამიანი იღუპება.

მიუხედავად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2018 წლის ანგარიშში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული მონაცემების ცვლილებისა, ფაქტია, რომ საქართველოსა და განსაკუთრებით თბილისში სუფთა ჰაერის დეფიციტურობა პრობლემად რჩება. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერია ყოველწლიურად ფუნდამენტურ რეფორმებს აანონსებს, რომელიც ქალაქის გამწვანებას თუ ავტომობილების ტექდათვალიერებას მოიცავს, თუმცა ქმედითი ნაბიჯები, ამ ეტაპამდე, არ გადადგმულა. 

როგორ უნდა დავიცვათ თავი დაბინძურებული ჰაერისგან, რომელიც სხვადასხვა დაავადების მიზეზია? არსებობს თუ არა საშუალებები, რითიც ზიანის შემცირება შესაძლებელია? - ამ კითხვებით Etaloni.ge სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს დაუკავშირდა. 

ტოქსიკოლოგ ეკა ქურდაძის განმარტებით, ჰაერის დაბინძურების ზიანის მნიშვნელოვანი პრევენცია შეუძლებელია, თუმცა მანამ სანამ ქალაქის გამწვანება მოხერხდება და მომწამვლელი გამონაბოლქვი შემცირდება, გარკვეული წესების დაცვით ჯანმრთელობას მცირე შეღავათს გავუწვეთ:

„ჰაერის დაბინძურების პრევენცია სრულად შეუძლებელია. თუ გარემო არ გამწვანდა და თბილისის დაბინძურებულ ჰაერს ამით არ ეშველა, სხვა დამატებითი საშუალებები შეიძლება ითქვას, რომ არც მოიძებნება. ზოგადად, წყლის დიდი რაოდენობით სმა, განსაკუთრებით ზაფხულში, კარგია. ასევე-ვიტამინიზირებული საკვების მიღება. მაგრამ, ეს ჯანსაღი გარემოს პირობებშიც მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ კვირაში თუნდაც ორი დღე სუფთა ჰაერზე გასვლა და ორგანიზმის ჟანგბადით გამდიდრება აუცილებელია,“-განუცხადა ეკა ქურდაძემ Etaloni.ge-ს.

ონკოლოგი გია ნემსაძეც სუფთა ჰაერზე სისტემატურ გასვლას უჭერს მხარს. როგორც მან Etaloni.ge-სთან აღნიშნა, როცა ახერხებს, თავად ქალაქგარეთ მდებარე სახლს სტუმრობს:

„ჰაერის დაბინძურებისგან ჯანმრთელობის ზიანის პრევეცნია თითქმის შეუძლებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, საერთოდ არაფრის გაკეთებას სჯობს კვირაში რამდენიმე დღე მაინც სუფთა ჰაერზე გავიდეთ. მე პირადად, როცა ვახერხებ, სამსახურში ქალაქგარეთ მდებარე სახლიდან დავდივარ“. 

აღსანიშნავია, რომ მთელ საქართველოში ჰაერის დაბინძურების მხრივ იგივე მდგომარეობა არ არის, რაც-თბილისში. მაგალითად, აბასთუმანში, დაბინძურება ზღვარს მხოლოდ  50%-ით სცდება და დაახლოებით ბონს (გერმანია) უტოლდება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება