სიახლეები


რა სიახლეები იგეგმება სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან
17-07-2018
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა Etaloni.ge-სთან საუბრისას იმ ძირითადად სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში განხორციელდება.

„2018 წელი დაწყებით საფეხურზე რეფორმების დაწყების პირველი წელი გახლავთ. I-VI კლასის ჩათვლით გვექნება ახალი პროგრამები და სახელმძღვანელოები. ამასთან, საორგანიზაციო ნაწილიც დიდწილად შეცვლილია, მათ შორის, მე-2 კლასში 5 წუთი მოაკლდა საგაკვეთილო პროცესს. დასვენებები იქნება მცოცავი. გარდა ამისა, სკოლებს ექნებათ ვალდებულება, მეორე სავალდებულო უცხო ენის ფარგლებში, მოსწავლეებს ასარჩევად მინიმუმ ორი ენა შესთავაზონ და არა - ერთი, როგორც აქამდე იყო. სკოლებმა დონეების მიხედვით უნდა მოახდინონ უცხოური ენის სწავლების ორგანიზება და არა მხოლოდ და მხოლოდ კლასების მიხედვით,“ - განაცხადა ლია გიგაურმა.

მინისტრის მოადგილემ მასწავლებელთა გადამზადების კუთხით დაგეგმილ ცვლილებებსა და სიახლეებზეც ისაუბრა:

„მთელი რიგი სიახლეებია მასწავლებელთა მომზადების პროგრამის ნაწილში. სქემის მიმართულებითაც მომზადდა გარკვეული ცვლილებები და ძალაში შედის. როგორც დირექტორებისთვის, ასევე მასწავლებლებისა და მანდატურებისთვის გადამზადებისა და პროფესიული განვითარების კურსები გვაქვს, მათ შორის, ძალადობის მართვასთან დაკავშირებით. სპეცმასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამა დაიწყება მალე და სპეცმასწავლებლებიდან სტატუსს მიიღებენ ისინი, ვინც მოდულს წარმატებით დაძლევს. ასევე ინტეგრირებული კლასები გვემატება და 12-მდე ავდივართ სხვადასხვა სკოლაში. აღსანიშნავია, რომ ინტეგრირებულ კლასებთან მიმართებით მოთხოვნა იზრდება და ეს გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ინკლუზიური განათლების განვითარების კუთხით. მზადდება ინკლუზიური განათლების რესურსები ყველა კლასისთვის და თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ სახელმძღვანელოზე, ახლა თვალსაჩინოებებიც გვექნება სხვადასხვა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის,“ - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ Etaloni.ge-სთან საუბრისას.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რატომ ვთესავთ ხორბალს წინასააღდგომოდ და რა უნდა გავითვალისწინოთ ხასხასა ჯეჯილის მისაღებად

ორი საგანი, რომელთა შესახებაც აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნეს 50 ბავშვი

პიროვნება

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება“

სკოლები

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება