სიახლეები


მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ზოგადი განათლების სისტემაში „ციფრული სკოლის კონცეფცია“ დაინერგება
13-07-2018
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება ზოგადი განათლების მიმართულებაზე გაამახვილა და განმარტა, რომ ამ საკვანძო მნიშვნელობის რგოლის განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა, აქცენტი სხვა მიმართულებებთან ერთად, ტექნოლოგიების განვითარებაზე გაკეთდება.  

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიზნით სკოლებში საერთაშორისოდ აღიარებული სისტემები დაინერგება. შემუშავდება „ციფრული სკოლის კონცეფცია“, რაც ტექნოლოგიების როლის გაძლიერებასდა ქვეყანაში დისტანციური განათლების განვითარებას  გულისხმობს.  ეს იქნება შესაძლებლობა  მოკლე დროში გადაიდგას შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები, რადგან  „ციფრული სკოლის კონცეფცია“ სწორედ  ზოგადი განათლების ხარისხის გაძლიერებას მოემსახურება.

ციფრული სკოლა გულისხმობს ციფრულ შინაარსსა და მასალას - ვიდეო და ონლაინ  გაკვეთილებს, საგანმანათლებლო, სხვა სახის ციფრულ ლიტერატურას და ლაბორატორიებს. ცოდნის გადაცემის ეს საშუალება გაზრდის დამატებითი სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობას და მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებსაც დაეხმარება ისარგებლონ ყველაზე თანამედროვე და მაღალი ხარისხის ლიტერატურით, რომლითაც უცხოეთის წამყვან ქვეყნებში სწავლობენ. მოქნილი და მუდმივად განახლებადი სისტემის გამოყენება პლანშეტების და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობითაც იქნება შესაძლებელი.

ამასთანავე, გაანალიზდება საერთაშორისო წარმატებული სასკოლო მოდელები, რომელიც ეროვნულ მოდელში ინტეგრირდება. გარდა ამისა, მოხდება პედაგოგთა გადამზადება ახალი გეგემების შესაბამისად, რომელი მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. მთავრობის დაპირების შესაბამისად კი, მოხდება პედაგოგების  ფინანსური წახალისება.  

მინისტრობის კანდიდატის თქმით, აქტიურ ფაზაშია სასკოლო სახელმძღვანელოების  გაუმჯობესების პროცესი, როგორც ტექნიკური ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით. თუმცა, ამავდროულად, ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო   ხელმისაწვდომი უნდა გახდეს  როგორც ქართველი ავტორების, ასევე მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე მწერლების ლიტერატურა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, სწორედ ასეთი კომპლექსური მიდგომა მოგვცემს საშუალებას, რომ ახალგაზრდებს განათლების მიღებისა და განვითარების მეტი მოტივაცია ჰქონდეთ.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მშობლების საყურადღებოდ - ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

4 წელი „უფასო პროგრამაზე“ სწავლისთვის ეს წინაპირობა უნდა დააკმაყოფილოთ - რა ცვლილებები შეიტანა დაფინასნების წესში განათლების სამინისტრომ



2024 წლის გამოცდების სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი

21 ივლისს გამოცდა კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილში ჩატარდება პედაგოგობის მსურველებისთვის

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ქარცივაძე პასუხობს


სკოლები

სკოლაში ჩატარდა ესეების კონკურსი და გაიმართა საინტერესო აქტივობა - „სურვილების დაფა“ 

„ვულოცავთ ლილიტს, ყველა წარჩინებულ მოსწავლეს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების სავალ გზაზე“

„ინოვაციური მიდგომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსწავლეთა აღზრდასა და მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში“

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ბავშვებმა დაათვალიერეს ქუთაისი, ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარსა და სათაფლიას

საინტერესო

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

სიახლეები
საზოგადოება