საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში 81 წელს გადაცილებული 316 პედაგოგი ასწავლის
12-09-2018
დაკოპირებულია
-
+
განათლების სისტემაში ყოველ წელს სხვადასხვა აქტივობა და სიახლე ინერგება. პროგრესისკენ მიმართული პროცესის მთავარი შემოქმედები მასწავლებლები არიან, რომლებიც ყველაზე ხშირად ეკონტაქტებიან მოსწავლეებს.
მასწავლებლების რაოდენობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში განსხვავებულია. ზოგადი მონაცემებით დღეს სკოლებში დაახლოებით 67 ათასამდე პედაგოგი ასწავლის, რომელთაგან 86% 36 წლის და მეტი ასაკისაა, მათ შორის, 13% - 65 წლის და მეტისაა. პედაგოგთა საშუალო ასაკი წლიდან წლამდე იზრდება, რაც პროფესიისადმი ახალგაზრდების დაბალ ინტერესს აჩვენებს.
Etaloni.ge საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებლების ზუსტი რაოდენობით დაინტერესდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მონაცემებით სკოლებში მომუშავე პედაგოგების საერთო რაოდენობა 65 149-ს შეადგენს.
ამჯერად შემოგთავაზებთ მასწავლებელთა განაწილებას კერძო და საჯარო სკოლებში 61 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში.
61 წლიდან ზემოთ საჯარო და კერძო სკოლებში სულ 15 439 პედაგოგი ასწავლის, აქედან კერძო სკოლებში მათი რაოდენობა 790-ია, ხოლო საჯარო სკოლებში კი - 14 649.
მკვეთრი განსხვავება საჯარო და კერძო სკოლებს შორის მხოლოდ ერთ ასაკობრივ კატეგორიაშია.
81 წელს გადაცილებული პედაგოგების რაოდენობა კერძო სკოლებში მხოლოდ 3-ია, მაშინ როცა საჯარო სკოლებში მათი რიცხვი 313-ს აღწევს.
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“