სიახლეები
სიახლეები

„თბილისობა“: იხილეთ რა ღონისძიებები იმართება და სად იზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა
06-10-2018
-
+


6 და 7 ოქტომბერს დედაქალაქში „თბილისობა" აღინიშნება.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ამიერიდან, დღესასწაულის თარიღად ოქტომბრის პირველი შაბათი-კვირა დამკვიდრდება.

„თბილისობასთან" დაკავშირებით შემდეგი ღონისძიებები იმართება:

6 ოქტომბერს, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების დღე (კიკვიძის) პარკში;

17:00 საათი - „თბილისობა 2018“-ის ფარგლებში, „ფერების ფესტივალი“;

19:00 საათი - ჯგუფი „ფრანის“ კონცერტი;

6-7 ოქტომბერს, 13:00-დან 23:00 სთ-მდე, გაიმართება ორდღიანი სამეწარმეო ბაზრობა, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია.

„თბილისობასთან“ დაკავშირებით დაგეგმილი მოსამზადებელი სამუშაოებისა და საზეიმო ღონისძიებების გამო, 5 ოქტომბრის 07:00 საათიდან 8 ოქტომბრის 06:00 საათამდე ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, შეიცვლება ევროპის მოედნის გავლით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები: გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ გადაადგილებისას, ავტობუსები და მიკროავტობუსები მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან აუხვევენ მშრალ ხიდზე და ვირსალაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდისკენ მობრუნდებიან.

ავტობუსები N23, N59 და N95 ხეთაგუროვის ქუჩის ნაცვლად გაივლიან ზაარბრიუკენის მოედანს, მშრალ ხიდს, ვირსალაძის ქუჩასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ისინი ბარათაშვილის ხიდიდან ჩაუხვევენ მარჯვნივ და მტკვრის მარცხენა სანაპიროდან მოძრაობას გააგრძელებენ ჯერ ხეთაგუროვის ქუჩით, შემდგომ კი დადგენილი სქემით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება