მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ერეოვნული ინტელექტ-ჩემპიონატის, პროექტ „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად ამჯერად ყვარელს სტუმრობს, სადაც ამ წუთებში გავაზის საჯარო სკოლაში „ყვარლის ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენის ღონისძიება მიმდინარეობს.
ინტელექტ-შეჯიბრში ყვარლის რაიონის ყველა სკოლიდან 68 რჩეული მოსწავლე მონაწილეობს.
ღონისძიებას ესწრებიან ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი - როსტომ სესიაშვილი, ყვარლის რესურსცენტრის უფროსი - ქეთევან ჭიპაშვილი. ქალბატონი ქეთევანის თქმით, კახელები შემოდგომაზე მეტად „ეტალონის“ მოსვლას ელოდებიან, რომელმაც izrune.ge-სთან ერთად ყველა ოჯახში შეაბიჯა.
ღონისძიება გორში გუშინ დატრიალებული ტრაგედიის გამო (9 წლის მოსწავლე გოგონა მოკლული იპოვეს) წუთიერი დუმილით დაიწყო...
კონკურსის დაწყებამდე 2017-2018 სასწავლო წლის ყვარლის ეტალონი მოსწავლე ანა გუშკაშვილი „ეტალონის ოქროს ფონდის“ წევრი გახდა და დიპლომი გადაეცა. მის მშობლიურ წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიას და სკოლის წარმომადგენელს ოქროს დიპლომი, ეტალონი-მოსწავლის აღზრდისთვის.
ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა, პირველ 9 ადგილზე გასული მოსწავლისთვის, საქართველოს ნებისმიერ კუთხში მათი სურვილით შერჩეულ ადგილას უფასო ექსკურსია დააწესა.
თუ ეტალონის 2018-2019 სასწავლო წლის ფინალზე, პირველ ხუთეულში „ყვარლის ეტალონი მოსწავლე“ მოხვდება, მერი საზღვარგარეთ პირველ ოფიციალურ ვიზიტს მასთან ერთად განახორციელებს.
„ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს საორგანიზაციო საკითხებში ეხმარება გავაზის საჯარო სკოლის თვითმმართველობის გუნდი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე