როდის გახდება ცნობილი მასწავლებელთა სტატუსის შენარჩუნების შესახებ ინფორმაცია - მანანა რატიანი ცვლილებების შესახებ
01-11-2018
დაკოპირებულია
-
+
რა შეიცვლება მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში სტატუსთან დაკავშირებით და როდის გახდება ცნობილი ამის შესახებ - აღნიშნულ კითხვებზე etaloni.ge - სთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი საუბრობს და აცხადებს, რომ ცვლილებები ცნობილი ამ სემესტრის ბოლომდე გახდება.
მასწავლებელთა სქემაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მანანა რატიანი აღნიშნავს, რომ წამყვანი და უფროსი მასწავლებლებისთვის ე.წ. უვადო სტატუსი აღარ იარსებებს. ერთადერთი, ვისაც სტატუსის შენარჩუნებისთვის კრედიტქულების დაგროვება არ მოუწევთ, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები იქნებიან.
„რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ, თუმცა, საბოლოოდ როგორ გადაწყდება ეს საკითხი მასწავლებლები ამ სემესტრის ბოლომდე შეიტყობენ. ცვლილება შეეხება ყველა სტატუსის მქონე მასწავლებელს, გარდა მენტორისა.
როცა მასწავლებელი მოიპოვებს მენტორის სტატუსს, მხოლოდ კონტრაქტით და მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება მოუწევს. იგი არც დამატებით აქტივობებს აღარ ახორციელებს და არც კრედიტქულებს აგროვებს. მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი არის უვადო და მას კონკრეტული ვადები აღარ აქვს“, - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მასწავლებლის სახლმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში შესატანი ცვლილებების შესახებ პროექტი ჯერ კიდევ მარტის თვეში გადასცა. სქემაში დაგეგმილი ერთ-ერთი ძირითადი ცვლილება უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის მინიჭებული სტატუსის შენარჩუნებას უკავშირდებოდა, თუმცა, ახალი მინისტრის დანიშვნის შემდგომ ცვლილებების პროექტის მთავრობისთვის წარდგენა გადავადდა.
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“