სიახლეები
სიახლეები

რომელი დავალებაა ამოღებული ეროვნული გამოცდების უცხოური ენის ტესტიდან და რამდენი იქნება გამსვლელი ქულა
13-11-2018
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების 4 საგანის: ქართული ენისა და ლიტერატურის, ლიტერატურის, გეოგრაფიისა და უცხოური ენების საგამოცდო ტესტში ცვლილებები განახორციელა. კონკრეტულად უცხოური ენის გამოცდას მოაკლდა ერთი დავალება. კერძოდ, ეს არის მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. აღნიშნული ცვლილების გამო საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80 და არა 90, როგორც ეს წინა წელს იყო, ამასთან შემცირდა საგამოცდო დრო და 2 საათი და 30 წუთი გახდა.

როგორც etaloni.ge-ს ცენტრის უცხოური ენის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსუდან ტყემალაძემ განუცხადა, დავალების ამოღების გამო გამსვლელი ქულა შეიცვალა, თუმცა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 20%-ს პლიუს ერთი ქულა - უცვლელი დარჩა.

რუსუდან ტყემალაძის თქმით, დავალების ამოღების მიზეზი ის არის, რომ დავალება მხოლოდ გრამატიკული დროების მშრალ ცოდნას ამოწმებდა, რაც პრიორიტეტი არ არის.

„ამოღებულია მხოლოდ ერთი დავალება, რომელშიც 10 საკითხი შედიოდა ანუ 9 დავალების ნაცვლად, ახლა ჩვენ 8 დავალება გვაქვს. აღნიშნულის მიზეზი შემდეგია: მართალია ამ დავალებამ წლების განმავლობაში კარგად იმუშავა, მაგრამ ეს დავალება ორიენტირებულია და ამოწმებს მხოლოდ ცოდნას და არა ცოდნის გამოყენებას რეალურ/პრაქტიკულ სიტუაციებში.

დავალება მშრალ ცოდნაზე იყო ორიენტირებული, ამიტომაც ვარჩიეთ, მომზადების პერიოდში ამაზე ზედმეტად არ ყოფილიყო ყურადღება გამახვილებული და დავალება ამოგვეღო. თუმცა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს ცოდნა მოწმდება ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი უნარის შემოწმების საშუალებით, როგორიც წერაა.

ჩვენ გვაქვს 2 წერითი დავალება, სადაც ძალიან კარგად მოწმდება, ადამიანმა გრამატიკა იცის თუ არ იცის. რეალური მონაცემების გათვალისწინებით, ახალგაზრდებს არა უბრალოდ რაღაც გრამატიკული დროების ცოდნა სჭირდებათ, არამედ ის თუ როგორ გამოიყენონ რეალობაში ეს ცოდნა.

რა თქმა უნდა, გრამატიკა უცხო ენის ცოდნის ხერხემალია და აუცილებელი სასწავლია, ამაზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ახალგაზრდებს სჭირდებათ იცოდნენ როგორ გამოიყენონ ეს ცოდნა და აქცენტი სწორედ ამაზე გავაკეთეთ.

გამსვლელი ქულა თავისთავად შეიცვალა, მაგრამ არ მინდა შეგვეშალოს ერთი რაღაც, რომ ქულას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ტესტის რა პროცენტი არის მინიმალური ზღვარი. პროცენტულად ეს რჩება 20%. ანუ რეალურად არაფერი არ შეცვლილა. როგორც ადრე იყო 100 და 90-ქულიანში, ახლა 80-ქულიან ტესტშიც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის მიღწევის 20%-ს პლიუს ერთი ქულა - ეს არ შეცვლილა“,- აღნიშნა უცხოური ენის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

იხილეთ, ასევე: 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება - naec.ge-ს განცხადება

ქართულის საგამოცდო დრო მცირდება - 2019 წელს წერითი დავალების გარეშე აბიტურიენტები შესაბამის ქულებს ვერ დააგროვებენ

რომელი დავალებები შემცირდება 2019 წლის ეროვნული გამოცდების გეოგრაფიის ტესტში - დეტალური მიმოხილვა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება