„ეტალონს“ მოსწავლეები წიგნთან მიჰყავს“ - ლენტეხში 2018-2019 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
ლენტეხის მუნიციპალიტეტში 14 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.
II ეტაპი კი უკვე მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.
Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ბადრი ქარდავა:ტესტირება ყველა სკოლაში გრაფიკით განსაზღვრულ დროს, ორგანიზებულად, მაღალ დონეზე ჩატარდა. გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. ამ პროექტით ყველა სკოლა აღფრთოვანებულია. ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, რომელიც მოსწავლეთა სწავლა-განათლებაზეა ორიენტირებული. წარმატებას ვუსურვებ „ეტალონს“. მეორე ტურისთვის ვემზადებით - ყველა ჩართულია, რომ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიაროს.
მელეს საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მზიურა ნიჟარაძე:ტესტირების პროცესი კარგად მიმდინარეობდა. მაღალი ქულებიც დაიწერა. ეს პროექტი ბავშვებს ძალიან აინტერესებთ. „ეტალონი“ მათ ცოდნის გაუმჯობესებაში ეხმარება.
მელეს საჯარო სკოლა, ეტალონის პედაგოგი ინგა ონიანი:ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. „ეტალონი“ მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება, ასევე, მათ ტესტებთან მუშაობას ასწავლის, რაც მომავალშიც დაეხმარებათ.
ლენტეხის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ნატო ჯანხოთელი:ყველა მოსწავლეს, ვინც ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო, გამარჯვება სურს. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან კარგია - მოწაფეებს მოტივაციას აძლევს. ისინი ფინალს სულმოუთქმელად ელოდებიან და ამისთვის ყველა ვემზადებით.
ლენტეხის N1 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნათია კვიჟინაძე:ტესტირების პროცესში მოსწავლეები მაქსიმალური ინტერესით ჩაერთნენ. ისინი აღნიშნულით კმაყოფილები არიან და გამარჯვებაც სურთ, რადგან მათთვის მონაწილეობა საკმარისი არ არის. ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები თავიანთ ცოდნას ამოწმებენ.
სასაშის საჯარო სკოლა, დირექტორი მერაბ ონიანი:ყველა მოსწავლეს, ვინც ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო, გამარჯვება სურს. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. ორმა მოსწავლემ ბარიერი გადალახა და შესაბამისად, მეორე ტურისთვისაც ვემზადებით. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია. მათ ის ტელევიზიიდან ახსოვთ. როცა გაიგეს, რომ სკოლაში ჩატარდებოდა, ამ ამბავს დიდი სიხარულით შეხვდნენ.
სასაშის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი თამარ ტვილდიანი:ტესტირების პროცესმა ნორმალურად ჩაიარა. მოსწავლეები მონდომებულები იყვნენ. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ მოწაფეებს საკუთარი თავისა და ცოდნის შეფასების საშუალებას აძლევს. მისი დახმარებით მოსწავლეები საკუთარ ცოდნას ამოწმებენ.
ფანაგის საჯარო სკოლა, დირექტორი ბესიკი მუკბანიანი:ტესტირებამ ნორმალურად ჩაირა. მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და ბარიერი ერთმა მოსწავლემ გადალახა. მეორე ტურში მას აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. პროექტი ძალიან კარგია, რადგან მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ცოდნის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
ფანაგის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი დალი რატიანი:მოსწავლეებს ტესტირებაზე შესანიშნავი განწყობა ჰქონდათ. მთლიანობაში პროცესმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მონაწილეებმა ალღო ყველაფერს აუღეს და თავი დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს. კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის მზადება უკვე დავიწყეთ. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეებისთვის ერთგვარი სტიმულია, რომ მეტი მოინდომონ და წარმატებისთვის ნაბიჯები გადადგან.
ლენტეხის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ციცინო მუსელიანი:ტესტირებაზე საკმაოდ მაღალი ქულები დაიწერა. მას მოსწავლეთა დიდი ნაწილი დაესწრო. მონაწილეების განწყობა კარგია და მათ გამარჯვება სურთ. მეორე ტურისთვის მოწაფეებს პედაგოგები ამზადებენ. „ეტალონი“ სტიმულია იმისთვის, რომ კარგად ისწავლონ. ეს პროექტი მათ საკუთარი ცოდნის წარმოჩენის მოტივაციას მატებთ.
ლენტეხის N2 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ბექნუ ლიპარტელიანი:„ეტალონის“ დაწყების შესახებ ინფორმაციას ბავშვები ენთუზიაზმით შეხვდნენ. ტესტირებაში უმრავლესობა ჩაერთო. კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის მონაწილეებს ვუგულშემატკივრებთ. მე პირადად „ეტალონელი“ ვარ - მოსწავლეობის დროს სამჯერ მივიღე მონაწილეობა და ორჯერ გავიმარჯვე. ძალიან დადებითად მახსოვს ეს პერიოდი და ახლაც, მოსწავლეებთან ერთად განვიცდი. „ეტალონს“ მოსწავლეები წიგნთან მიჰყავს. ძალიან კარგი პროექტია და სასურველია ხშირად ტარდებოდეს.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-2019 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
იხილეთ ფოტოები