სიახლეები
ეტალონი

„ეტალონით“ მოსწავლეები წარმატების მოტივაციას იძენენ“ - სიღნაღში 2018-2019 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
21-11-2018
-
+


სიღნაღის  მუნიციპალიტეტში 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ეტაპი მომავალი წლის იანვარში გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ლია ბეჟაშვილი:

პირველმა ეტაპმა - ტესტირებამ მოწესრიგებულად ჩაიარა.  ბავშვებმა თავგამოდებით იმუშავეს.  გამოვლინდნენ წარმატებული მოსწავლეებიც.  მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. იმდენი წელია „ეტალონში“ ვართ ჩართულნი, რომ ეს პროექტი მშობლიური გახდა. ის ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. „ეტალონის“ დაწყებას ბავშვები ყოველ წელს ელიან.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის  მერიის წარმომადგენელი თამარ ჯოხარიძე:

პირველმა ეტაპმა ნორმალურად ჩაიარა. მოსწავლეები მობილიზებულნი არიან. მეორე ტურისთვის ვემზადებით. ეს საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მოსწავლეებს  ახალისებს და სწავლის სტიმულს აძლევს.  მადლობას ვუხდით გოჩა ტყეშელაშვილს და „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს, რომ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს საკუთარ თავზე მეტი იმუშაონ და განათლება დააფასონ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ასე საჭიროა.

ჯუგაანის საჯარო სკოლა, დირექტორი მარიამ ბოლაშვილი:

ტესტირებაში 30 მოსწავლე მონაწილეობდა.  კარგი ქულები დაიწერა. მოსწავლეთა შემართება მაღალი იყო. სკოლა მეორე ტურში გადასულებს აქტიურად უგულშემატკივრებს. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი  პროექტია, ის ბავშვებს მოტივაციასა და სწავლის ხალისს აძლევს.

ტიბაანის საჯარო სკოლა, დირექტორი მარინე ათანელიშვილი:

პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. მეორე ეტაპისთვის აქტიურად ვემზადებით. „ეტალონი“ მოსწავლეებს  სწავლის სტიმულს და მოტივაციას მატებს,  ყველა საგანს მეტი ყურადღებით ეკიდებიან.

ტიბაანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მარინა ბიძინაშვილი:

ჩვენი სკოლის მოსწავლე შარშან  „ეტალონი“ გახდა და ამან მოსწავლეებს მოტივაცია მისცა. ტესტირებამ კარგად ჩაიარა. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. 19 მოსწავლე დაესწრო. მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს აუცილებლად ვუგულშემატკივრებთ. „ეტალონით“ მოსწავლეები ცოდნასა და წარმატების მოტივაციას იძენენ.

ტიბაანის საჯარო სკოლა, „ეტალონის" პედაგოგი მაია დოსმიშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა.  მონაწილეობა 19-მა  მოსწავლემ მიიღო. მეორე ტურისთვისაც აქტიურად ვემზადებით. ჩვენი სკოლის მოსწავლე შარშან  „ეტალონი“ გახდა და ეს ბავშვებს მოტივაციას აძლევს.  ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონით“  მოსწავლეები მეტ ცოდნას იღებენ.

ბოდბის საჯარო სკოლა, დირექტორი ქეთევან გივიშვილი:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები პროცესს მოტივირებულნი  დაესწრნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით.  „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ბავშვებს ცოდნას და გამოცდილებას აძლევს, ასევე - თვითშეფასებას უმაღლებს.

ბოდბის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი თინათინ ლეკიაშვილი:

ტესტირება მშვიდ გარემოში ჩატარდა.  მონაწილეობა 20-მა მოსწავლემ მიიღო. ბარიერი ბევრმა გადალახა. მეორე ტურში გადასულებს სკოლა უგულშემატკივრებს. ბევრი წელია ამ პროექტში ჩართულნი ვართ. „ეტალონი“ ერთგვარი სტიმული და შესაძლებლობების გამომჟღავნების საშუალებაა.

ძველი ანაგის საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო ღვედაშვილი:

ტესტირებაზე მოსწავლეებს კარგი განწყობა ჰქონდათ. მათ ძალიან მოსწონთ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებს სწავლის მიმართ მეტი ინტერესი  უჩნდებათ.

ძველი ანაგის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ქეთინო ბეგიაშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. ნახევარზე მეტმა ბარიერი გადალახა.  საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს აუცილებლად ვუგულშემატკივრებთ. „ეტალონი “ წინსვლის, წარმატების, პოზიტიურობის გარანტიაა. მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას მატებს.

ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლა, დირექტორი თამილა ქურხაშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მოსწავლეებს კითხვები მოეწონათ. ძალიან მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით.  „ეტალონი“  ზოგადი განათლებისთვის კარგია. ამ პროექტით მოსწავლეები საკუთარ ცოდნას აფასებენ და ხედავენ, თუ რა მხრივ სჭირდებათ მეტი მუშაობა.

ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მარინა ჯანაშვილი:

ტესტირების პროცესში მოსწავლეები მაქსიმალური ინტერესით ჩაერთნენ. ისინი აღნიშნულით კმაყოფილები არიან და გამარჯვებაც სურთ. ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ზოგადი განათლებისთვის ძალიან კარგი პროექტია.

საქობოს საჯარო სკოლა, დირექტორი დოდო ჭყონია:

ყველა მოსწავლეს, ვინც ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო, გამარჯვება სურს. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. შესაბამისად, მეორე ტურისთვისაც ვემზადებით. ჩვენი სკოლის მოსწავლემ შარშანწინ „ეტალონის“ ტიტული მოიპოვა და მას ყველა შენატროდა.  ამის გამო ბავშვებს მეტი მოტივაცია აქვთ.  ეს პროექტი ბავშვებს კითხვის, სიახლის გაცნობის მოტივაციას უღვივებს.

საქობოს საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნინო კევლიშვილი:

ტესტირების პროცესმა ობიექტურად ჩაიარა. მოსწავლეებს გამარჯვება სურთ. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. პირველ ეტაპზე მათ მთელი სკოლა გულშემატკივრობდა და ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ მოწაფეებისთვის და მასწავლებლებისთვისაც ბევრ რამეს ნიშნავს. საკუთარი თავისა და ცოდნის შეფასების საშუალებას აძლევს. ბავშვების სწავლით დაინტერესება პედაგოგებისთვისაც სასიხარულოა.  


შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება