მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხაშურის მუნიციპალიტეტში 21 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.
II ეტაპი მომავალი წლის იანვარში გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.
Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის წარმომადგენელი მანანა აბაზაძე:
ტეტსირების პროცესში მუნიციპალიტეტიდან თითქმის ყველა სკოლა ჩაერთო. აღნიშნული ორგანიზებულად და ობიექტურად ჩატარდა. მეორე ეტაპისტვის ვემზადებით. „ეტალონს“ დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოსწავლეების ინტერესსა და მოტივაციასცოდნის შეძენის თვალსაზრისით ამაღლებს. პროექტს ხელს ყოველთვის შევუწყობთ.
ხაშურის N8 საჯარო სკოლა, დირექტორი მანანა ხიჩაკაძე:
საკმაოდ კარგი ქულები დაიწერა. მოსწავლეთა შემართება მაღალი იყო. სკოლა მეორე ტურში გადასულებს აქტიურად უგულშემატკივრებს. „ეტალონი“ სტიმულის მიმცემია და მოსწავლეები ამით საკუთარ ცოდნას ამოწმებენ.
ხაშურის N8 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნუგეშა ხერხეულიძე:
ტესტირებამ კარგად ჩაიარა. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. 50 მოსწავლე დაესწრო. მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს აუცილებლად ვუგულშემატკივრებთ. „ეტალონით“ მოსწავლეები ცოდნასა და წარმატების მოტივაციას იძენენ. შარშან ამ პროექტში ჩვენ ფინალისტიც გვყავდა, რომელმაც სხვა მოსწავლეებს მაგალითი მისცა.
ბროლოსნის საჯარო სკოლა, დირექტორი მიხეილ დევაძე:
პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. მეორე ეტაპისთვის აქტიურად ვემზადებით. „ეტალონი“ მოსწავლეებს სწავლის სტიმულს და მოტივაციას მატებს, ყველა საგანს მეტი ყურადღებით ეკიდებიან.
ბროლოსნის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მაია ნოზაძე:
ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მონაწილეობა 15-მა მოსწავლემ მიიღო. მეორე ტურისთვისაც აქტიურად ვემზადებით. კარგი ქულებიც დაიწერა. ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ წარმატებული პროექტია, რომლითაც მოსწავლეები საკუთარი ცოდნის წარმოჩენასა და გამოვლენას ახერხებენ.
ფლევის საჯარო სკოლა, დირექტორი ზურაბ ლომიძე:
ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები პროცესს მოტივირებულნი დაესწრნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ბავშვებს ცოდნას ამოწმებენ და ზოგად განათლებას იღებენ.
ფლევის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი დარია ტაბატაძე:
ტესტირება მშვიდ გარემოში ჩატარდა. მონაწილეობა 30-მა მოსწავლემ მიიღო. ბარიერი უმრავლესობამ გადალახა. მეორე ტურში გადასულებს სკოლა უგულშემატკივრებს. „ეტალონი“ ბავშვებისთვის დიდი მოტივაციაა, მასში ხალისით ჩაერთნენ.
ნაბახტევის საჯარო სკოლა, დირექტორი თამაზ ნოზაძე:
ტესტირებაზე მოსწავლეებს კარგი განწყობა ჰქონდათ. მათ ძალიან მოსწონთ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. პროექტი მამოტივირებელია, რადგან ბავშვებს სწავლის მიმართ მეტი ინტერესი უჩნდებათ.
ნაბახტევის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მერი ლობჟანიძე:
ტესტირებამ კარგად ჩაიარა. ნახევარზე მეტმა ბარიერი გადალახა. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს აუცილებლად ვუგულშემატკივრებთ. „ეტალონი“ წინსვლის, წარმატების, საშუალებაა. მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას მატებს.
ხცისის საჯარო სკოლა, დირექტორი ლელა ქვრივიშვილი:
ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მოსწავლეებს კითხვები მოეწონათ. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის მოტივაციის მიმცემია. პროექტით ბავშვები საკუთარ თავს ცდიან.
ვაყის საჯარო სკოლა, დირექტორი მამუკა მაჭარაშვილი:
მოსწავლეებს ვინც ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო, გამარჯვება სურს. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. შესაბამისად, მეორე ტურისთვისაც ვემზადებით. „ეტალონი“ ბავშვებს კითხვის, სიახლის გაცნობის მოტივაციას უჩენს.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...