სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას ამაღლებს“: დმანისში 2018-2019 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
29-11-2018
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტში 27 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ეტაპი უკვე მომავალი წლის თებერვალში იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

დმანისის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ბელა ტატუაშვილი: 

პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. სკოლები აქტიურად ჩაერთნენ, შესაბამისად, ყველამ დიდი ინტერესი გამოხატა. ბავშვები „ეტალონის“ დაწყებას ელოდნენ. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის დიდი სტიმულია, პროექტს მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ეკატერინე ოქრიაშვილი:

ამ პროექტს ანალოგი არ აქვს. სიტყვები არ მყოფნის რომ „ეტალონის“ შედეგი და მისია გამოვხატო. ბავშვების მოტივაცია ყოველწლიურად იზრდება. აღსანიშნავია, რომ შედეგებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ  განათლების დონე მაღლდება. პროექტს ვგულშემატკივრობთ და  თვალყურს ვადევნებთ. „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს და მის წამყვანს, გოჩა ტყეშელაშვილს დიდ მადლობას ვუხდით.

კიზილქილისას საჯარო სკოლა, დირექტორი მაია ხალილაშვილი:

პირველმა ეტაპმა კარგად, მშვიდ გარემოში ჩაიარა. ბავშვებიც აქტიურობდნენ. მეორე ეტაპისთვის  ვემზადებით. „ეტალონით“  მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც კმაყოფილები ვართ. ეს პროექტი მათ  სწავლის სტიმულს და მოტივაციას მატებს. მოწაფეები ყველა საგანს მეტი ყურადღებით ეკიდებიან.

კიზილქილისას საჯარო სკოლა,  „ეტალონის“ პედაგოგი მარინა კიაზიმოვა:

ტესტირებაში 19  მოსწავლე მონაწილეობდა.  მოსწავლეთა შემართება მაღალი იყო. სკოლა მეორე ტურში გადასულებს აქტიურად უგულშემატკივრებს. „ეტალონი“ ძალიან კარგი  პროექტია,  ის ბავშვებს მოტივაციასა და სწავლის ხალისს აძლევს.

განთიადის საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო დაუთაშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა.  მეორე ტურისთვისაც აქტიურად ვემზადებით. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“  მოსწავლეებს ცოდნის მიღების მოტივაციას უზრდის, სწავლას სწავლებისთვის ხელს უწყობს და მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას ამაღლებს. 

განთიადის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ეთერ დევრისაშვილი:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები პროცესს მოტივირებულნი  დაესწრნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით.  „ეტალონის“ საკუთარი ცოდნის რეალიზებაში ეხმარება მოსწავლეებს და წარმატებისკენ სწრაფვას ასწავლის. 

ბოსლების საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნანა ფოლადიშვილი:

ტესტირებაზე მოსწავლეებს კარგი განწყობა ჰქონდათ. მათ ძალიან მოსწონთ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებს სწავლის მიმართ მეტი ინტერესი  უჩნდებათ. სასურველია უფრო ხშირად ტარდებოდეს. 

დმანისის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ინესა მანელოვა:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მოსწავლეების ნახევარზე მეტმა ბარიერი გადალახა.  საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს აუცილებლად ვუგულშემატკივრებთ. „ეტალონი “ მნიშვნელოვანია, რადგან  მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას მატებს.

დმანისის N2 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ანა ავალიშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მონაწილეობა 12-მა მოსწავლემ მიიღო. მათ კითხვები მოეწონათ.  საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით.  „ეტალონი“  პირველ რიგში სწავლისადმი სტიმული, ინტერესის გაღვივებაა, რომ მეტი ინფორმაცია მოიპოვონ, ასევე, იმდენად კარგი კითხვებია,  ყველაზე კარგი  საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვებმა გონება გაავარჯიშონ.

დიდი დმანისის საჯარო სკოლა, დირექტორი ლაურა ტატუაშვილი:

ტესტირებაში მონაწილეობა 17-მა მოსწავლემ მიიღო.  მაღალი ქულებიც დაიწერა. მოწაფეების მოტივაცია და ჩართულობა მაღალი იყო. „ეტალონი“ ბევრ რამეს ნიშნავს ბავშვებისთვის. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ შინაარსიანი პროექტია, კმაყოფილები ვართ. მესამე წელია ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ. მათ ტესტირების  ფორმა ძალიან მოსწონთ.

დიდი დმანისის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა ოქრიაშვილი:

ტესტირებაში მონაწილეობა 17-მა მოსწავლემ მიიღო. ყველა მოსწავლეს გამარჯვება სურს. საკმაოდ მაღალი  ქულებიც დაიწერა. შესაბამისად, მეორე ტურისთვისაც ვემზადებით. „ეტალონში“  ხალისით ერთვებიან. ამის გამო ბავშვებს სწავლის და ახალი ინფორმაციის მოძიების მეტი მოტივაცია უჩნდებათ.  

დაგარახლოს საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ეკა იასაღაშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა.  მოსწავლეებმა მონაწილეობის სურვილი ხალისით გამოთქვეს. ტესტირებას 6 მოსწავლე დაესწრო.   მოწაფეები „ეტალონით“ უფრო დამოუკიდებლები ხდებიან და პასუხისმგებლობის გრძნობა უმძაფრდებათ. ასევე, დამატებითი ინფორმაციის მიღების მეტი სურვილი უჩნდებათ.

დმანისის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ინგა აბულაძე:

ტესტირების პროცესმა ინსტრუქციის მიხედვით, კარგად ჩაიარა. კმაყოფილები ვართ. მოსწავლეები დიდი რაოდენობით დაესწრნენ. მათ აღნიშნეს რომ  კითხვები საინტერესო იყო. „ეტალონი“ მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავს და მოსწავლეებს გამოცდილებას  აძლევს. ბავშვებს ნამდვილად მოსწონთ ეს პროექტი. 

დმანისის N1 საჯარო სკოლა , „ეტალონის“ პედაგოგი  ლაურა მუსხელიშვილი:

ტესტირების პროცესს 24  მოსწავლე დაესწრო. მათ კარგი  განწყობა ჰქონდათ. მეორე ტურისთვის ვემზადებით.  მოსწავლეებს „ეტალონი“ სწავლის მოტივაციას და თვითშეფასებას უმაღლებს. 


შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება