სიახლეები
ეტალონი

„მოსწავლეებისთვის „ეტალონის“ ტიტული საამაყოა“ - ონში 2018-2019 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
03-12-2018
-
+


ონის მუნიციპალიტეტში 30 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ეტაპი უკვე მომავალი წლის თებერვალში იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა,
რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

ონის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ნინო მეტრეველი:

ტესტირებაში მონაწილეობა ყველა სკოლამ მიიღო.  ბავშვები პროექტს მომზადებულები შეხვდნენ.  კარგი შედეგებიც მიიღეს. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. „ეტალონს“ ძალიან დადებითად ვაფასებთ, რადგან მოსწავლეებში მის მიმართ დიდი დაინტერესებაა. ჩემი შვილიც მოსწავლეა და მასში აქტიურად არის ჩართული. მიხარია, რომ „ეტალონის“ დამსახურებით ბავშვების სკოლის გარეთაც განათლების მიღებას ცდილობენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მანანა ჩაგელიშვილი:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა.  მთელი მუნიციპალიტეტი აქცენტს ახალგაზრდობის განათლებაზე აკეთებს და ეს არის შემთხვევა, როცა ბავშვი  წიგნს უახლოვდება და თავის დამკვიდრების მოტივაცია სერიოზულად ეზრდება. შედეგები, რომლებიც მოსწავლეებმა აჩვენეს, ძალიან კარგი იყო. მეორე ტურში უკეთესი გვექნება. ის, რომ მონაწილეობის სურვილი არამხოლოდ ამ პატარა ქალაქის, არამედ სოფლის საჯარო სკოლების ბავშვებსაც აქვთ, უკვე ამ პროექტის პოპულარობაზე მიუთითებს. შედეგები კი აჩვენებს მათ ცოდნას და განათლებას, რაც ასე სჭირდება ჩვენ ახალგაზრდობას. მეორე ეტაპისთვის ყველა ემზადება, სადაც ჩართულნი არიან პედაგოგები და მშობლები. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინფორმაციის მოპოვება რთული არ არის, ბავშვის უნარი, ეს გააკეთოს, მის სურვილზე მიუთითებს - შეიძინოს ცოდნა და გახდეს პირველი. „ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებს ლიდერობის თვისებებსაც უვითარებს. ჩვენი მუნიციპალიტეტის მერია ამ პროექტს მხარში უდგას, ხოლო თავად პროექტი შეუფასებელია. ეს არის პროექტი, რომელიც სოციალურ ფენებს არ განასხვავებს,  რომელიც  ყველა ნიჭიერ ბავშვს გზას თანაბრად უხსნის და შესაძლებლობას აძლევს, სამყაროს სხვა, განათლებული ახალგაზრდის თვალით შეხედონ.

ონის საჯარო სკოლა, დირექტორი დალი რაზმაძე:

ტესტირებამ ძალიან მშვიდობიანად და ობიექტურად ჩაიარა. მოსწავლეები პროცესში ინტერესით ჩაერთნენ. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურში მონაწილეებს ყველანაირად ვუგულშემატკივრებთ. მშობლებიც ინტერესით ადევნებენ თვალ-ყურს. ზოგადად, შემეცნებითი პროგრამები მისასალმებელია და სამწუხაროა, რომ განებივრებულები არ ვართ ამით. „ეტალონი“ ძალიან მოსწონთ  ბავშვებს, მშობლებს და სკოლის წარმომადგენლებს.

უწერის საჯარო სკოლა, დირექტორი ნანული მეტრეველი:

ტესტირების პროცესმა ობიექტურად ჩაიარა. აღნიშნულში მოსწავლეები, შემართებით და აქტიურად ჩაერთნენ.  მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ბავშვებისთვის სტიმული და მოტივაციაა, სიხარულით ელიან მის დაწყებას ხოლმე. მასწავლებლებიც ზოგადი განათლების მიწოდების კუთხით უფრო აქტიურდებიან.

უწერის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ირმა რეხვიაშვილი:

ტესტირებაში მონაწილეობა 12-მა მოსწავლემ მიიღო.  მათ კარგი შედეგები აქვთ. მოსწავლეები პროცესით კმაყოფილები დარჩნენ. მეორე ტურზე მოსწავლეებს აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. ეს პროექტი ძალიან მოსწონთ ბავშვებს, ისინი წარმატების მიღწევისთვის იბრძვიან და დამატებით ინფორმაციას იღებენ.

გლოლის საჯარო სკოლა, დირექტორი მაია გრიგოლიშვილი:

ტესტირების პროცესმა ობიექტურად ჩაიარა. აღნიშნულში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.  მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ძალიან მოგვწონს. ამ პროექტს ენთუზიაზმით ვეკიდებით, რადგან ბავშვებს სწავლის მოტივაციას უმაღლებს და ისინი მეტად მეცადინეობენ.  

გლოლის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მერი ბარდაველიძე:

ტესტირებაში მონაწილეობა 3-მა მოსწავლემ მიიღო.  მათ კარგი შედეგები აქვთ. ბავშვებს ეს პროექტი ძალიან მოსწონთ. სწავლის მოტივაცია აუმაღლდათ. მეორე ტურზე მოსწავლეებს აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. ეს პროექტი განათლებას და წარმატებას გულისხმობს.

პიპილეთის საჯარო სკოლა, დირექტორი ჟუჟუნა ლობჯანიძე:

ტესტირების პროცესმა ობიექტურად ჩაიარა. აღნიშნულში მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ.  მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვები სწავლობენ,  ცოდნას იმეორებენ და მეტს კითხულობენ. რაც მთავარია, მოსწავლეები პროექტში ხალისით ერთვებიან.

პიპილეთის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ეკა ჩალაძე:

ტესტირებამ  მშვიდ გარემოში ჩაიარა. კარგი ქულებიც დაიწერა. მოსწავლეებს გამარჯვება სურთ და შემდეგ ტურში გადასვლის მოტივაცია აქვთ. მეორე ეტაპისთვის მოწაფეები პედაგოგებთან ემზადებიან. პროექტში ხალისით არიან ჩართულნი და ცდილობენ კარგი შედეგის მიღებას, რადგან მათთვის  „ეტალონის“ ტიტული საამაყოა.

სორის საჯარო სკოლა, დირექტორი რუსუდან მეტრეველი:

ტესტირებამ კარგ პირობებში ჩაიარა. კარგი ქულები მიიღეს. მეორე ტურში მოსწავლეების საგულშემატკივროდ აუცილებლად წავალთ. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროექტში მონაწილეობისთვის წიგნთან  მეტ დროს ატარებენ.  

სორის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ინგა ჯაფარიძე:

ტესტირებამ კარგად, მშვიდ გარემოში ჩაიარა. მონაწილეებმა დიდი დაინტერესება და მოტივაცია გამოხატეს. მათ მეორე ეტაპზე აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. ეს პროექტი ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ამით მოსწავლეების მოტივაცია იზრდება. ისინი უფრო კონკურენტუნარიანები ხდებიან და მეტ ინფორმაციას იღებენ.

ღების საჯარო სკოლა, დირექტორი ნუნუ ლობჯანიძე:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. ბავშვები მას ინტერესით მოეკიდნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით. პროექტი ძალიან კარგია, რადგან ბავშვებიც თავიანთ შესაძლებლობებს განსაზღვრავენ ამით და ხედავენ თუ რა მხრივ სჭირდებათ მუშაობა. 

ღების საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ამირან ლობჯანიძე:

ტესტირებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ. ყველას გამარჯვება სურს. მეორე ტურისთვის ვემზადებით და  მოსწავლეებს აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. „ეტალონი“  ხალისის მომცემია. ის ბავშვებს თვითშეფასების, წიგნიერების, სწავლის უნარს უღრმავებს. მოსწავლეებს „ეტალონის“ დაწყება უხარიათ ხოლმე.

ღარის საჯარო სკოლა, დირექტორი ანა მეტრეველი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. კარგი ქულებიც დაიწერა. მოსწავლეებს ეს პროექტი სიხარულს ანიჭებს. ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით და ვაპირებთ მათ აქტიურად ვუგულშემატკივროთ. „ეტალონი“ ბავშვებისთვის ძალიან კარგია, რადგან ეს პროექტი მოწაფეებს მოტივაციას აძლევს, რომ მეტი განათლება მიიღონ.

ღარის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი  ლარისა ჯაფარიძე:

ტესტირება ძალიან მშვიდ გარემოში ჩატარდა. მოსწავლეებმა დრო მაქსიმალურად გამოიყენეს და საკმაოდ კარგი ქულებიც მიიღეს. ბარიერი 7-მა მოწაფემ გადალახა. მათ საგულშემატკივროდ  ვემზადებით. კითხვები საინტერესო იყო და მოსწავლეებმა მეტი ინფორმაციის მიღება მოისურვეს. შესაბამისად, პროექტი მათ წარმატებისკენ სვლას ასწავლის.

შეუბანის საჯარო სკოლა, დირექტორი ეთერ ჩიკვილაძე:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში, ინსტრუქციის მიხედვით ჩაიარა. მოსწავლეები მონდომებულნი იყვნენ. მათ კარგი ქულები მიიღეს.  მეორე ტურისთვის დიდი შემართებით ვემზადებით. ეს პროექტი მოსწავლეებს დამოუკიდებელ აზროვნებას უვითარებს, ასევე, ბავშვები სწავლის მიმართ მეტად მოტივირებულნი ხდებიან.

შეუბანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი თამარ რაზმაძე:

ტესტირებამ  მშვიდ გარემოში ჩაიარა. ბავშვები პროცესით ძალიან დაინტერესებულნი იყვნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“  სტიმულია მოსწავლეებისთვის, ისინი მეტ ცოდნას და გამოცდილებას იღებენ.

ჭიორის საჯარო სკოლა, დირექტორი ლელა რეხვიაშვილი:

ტესტირებამ მშვიდად ჩაიარა. შედეგებით კმაყოფილნი ვართ.  საკმაოდ კარგი  ქულა დაიწერა. „ეტალონი“ ძალიან საინტერესოა როგორც მოსწავლისთვის, ასევე - სკოლისთვის. პროექტი გამოცდილებას და სწავლის მიმართ კიდევ უფრო დაინტერესებას უწყობს ხელს.



შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება