სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს უკეთესები გახდნენ“ - გარდაბანში 2018-2019 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
04-12-2018
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტში 30 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ეტაპი უკვე მომავალი წლის თებერვალში იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ნინო გვარამაძე:

ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლები „ეტალონში“ აქტიურად არიან ჩართულნი. პროექტი ყველას ძალიან მოსწონს. პირველმა ტურმა მაღალი აქტივობით, გეგმის მიხედვით ჩაიარა. მეორე ტურის ღონისძიება წინა წელს გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში მისი ფართობიდან გამომდინარე ჩავატარეთ და  წელსაც, სავარაუდოდ, იმავე  ადგილს ავიღებთ. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია. ის ბავშვებისთვის გამოწვევა და გამოცდილებაა, რომლითაც თვითშეფასების უნარი უმაღლდებათ, საკუთარ ცოდნას ამოწმებენ, დროში ჩატევას და პასუხის გაცემას სწავლობენ, ახალ ინფორმაციას იგებენ. აღსანიშნავია, რომ აქტიურად არიან ჩართულნი არაქართულენოვანი სკოლებიც, რომლებსაც სახელმწიფო ენა უკვე ისე კარგად ესმით, რომ „ეტალონში“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ნინო ნარიმანიძე:

„ეტალონი“ ძალიან მოგვწონს, მისი მხარდამჭერები ვართ და ამიტომ ვართ აქტიურად ჩართულნი. მეორე ტურისთვის ვემზადებით. აღვნიშნავ, რომ ბავშვებს ერთი სული ჰქონდათ პროექტი როდის დაიწყებოდა.

სართიჭალის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი მარიამ გარაშვილი:

ყველა მოსწავლეს, ვინც ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო, გამარჯვება სურს. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან კარგია, მასში მოწაფეები დიდი სიხარულით და მოტივაციით ერთვებიან. პროექტი მოწაფეებს თვითშეფასების ამაღლებაში და  წინსვლაში ეხმარება.

სართიჭალის N2 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ირმა ჩადუნელი:

ტესტირების პროცესმა მშვიდად და ობიექტურად ჩაიარა. კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით. ეს პროექტი ბავშვებს ძალიან აინტერესებთ, მშობლებსაც ძალიან მოსწონთ და მასწავლებლებიც მიესალმებიან.  

ახალსოფლის საჯარო სკოლა, დირექტორი კახაბერ კახაბრიშვილი:

მოსწავლეთა უმრავლესობას, ვინც ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო, გამარჯვება სურს. კარგი ქულებიც დაიწერა. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან კარგია - მოწაფეებს მოტივაციას აძლევს უკეთესები გახდნენ.

ახალსოფლის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მანანა ტორაძე:

ტესტირების პროცესში მოსწავლეები მაქსიმალური ინტერესით ჩაერთნენ. ისინი აღნიშნულით კმაყოფილები არიან და გამარჯვებაც სურთ. ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონით“ მოსწავლეები ცოდნას და უნარებს ამჟღავნებენ, ასევე, სწავლის მოტივაცია უმაღლდებათ.

გარდაბნის N1 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნანული ყანდიაშვილი:

ტესტირების პროცესმა ობიექტურად ჩაიარა. მოსწავლეები მონდომებულები იყვნენ. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ საინტერესოა, რადგან მოსწავლეებს მოტივაციას  და თავდაჯერებულობას უმაღლებს, ასევე, საკუთარი თავისა და ცოდნის შეფასების საშუალებას აძლევს.

ვახტანგისის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ლალი ონიანი:

ტესტირებამ კარგად და ინტერესით ჩაირა. მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. მათგან ნაწილმა ბარიერი ღირსეულად გადალახა. შესაბამისად, მეორე ტურში  აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. პროექტი „ეტალონი“ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ცოდნის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

ვახტანგისის N1 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნატალია ირემაშვილი:

მოსწავლეებს ტესტირებაზე შესანიშნავი განწყობა ჰქონდათ. მთლიანობაში პროცესმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მონაწილეებმა ალღო ყველაფერს აუღეს და თავი დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს. კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის მზადება უკვე დავიწყეთ.  „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეებში მსოფლმხედველობის გაღრმავებას, მოსწავლეთა აქტიურობას და სწავლის მიმართ სტიმულს უწყობს ხელს.

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ესმა მოსიაშვილი:

ტესტირებაზე საკმაოდ კარგი ქულები დაიწერა. წელს აშკარად უკეთესი შედეგი გვქონდა.  მას მოსწავლეთა დიდი ნაწილი დაესწრო. მონაწილეების განწყობა კარგია და მათ გამარჯვება სურთ. მეორე ტურისთვის მოწაფეებს პედაგოგები მოამზადებენ. „ეტალონი“ საინტერესო, ეროვნული პროექტია, რომელიც მოწაფეებს გამოცდილებას აძლევს.

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ეკატერინე მულაძე:

„ეტალონის“ დაწყების შესახებ ინფორმაციას ბავშვები ენთუზიაზმით შეხვდნენ. კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის მონაწილეებს ვუგულშემატკივრებთ.  „ეტალონი“ მოწაფეებისთვის მოტივაცია და სტიმულია. პროექტი მათ ცოდნის გამომჟღავნების საშუალებას აძლევს.

ლემშვენიერას საჯარო სკოლა, დირექტორი გულნაზი ჭელიძე:

ტესტირებამ მშვიდად ჩაიარა. მოსწავლეები მას მონდომებით დაესწრნენ. მეორე ტურისთვის მთელი გულით ვემზადებით. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია პროექტია, რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავს.

ლემშვენიერას საჯარო სკოლა,  „ეტალონის“ პედაგოგი ცარო ხარძიანი:

ტესტირება მშვიდ გარემოში ჩატარდა. მოსწავლეებს მონაწილეობის მიღებისა და შემდეგ ტურში გადასვლის დიდი მოტივაცია აქვთ. მეორე ტურში გადასულებს სკოლა უგულშემატკივრებს. „ეტალონი“ სასკოლო მასალასთან ახლოა,  ამიტომ მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულები ხდებიან, შესაბამისად მოტივატორი პროექტია.

მარტყოფის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ლია შოთაძე:

ტესტირებაზე მოსწავლეებს ხალისიანი განწყობა ჰქონდათ. მობილიზებულნი იყვნენ. კარგი შედეგები გვაქვს. მათ ძალიან მოსწონთ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი. „ეტალონი“  ძალიან კარგი პროექტია, რომელიც ბავშვებს ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება.  ასევე, მათ თავდაჯერებას მატებს, რადგან  ცოდნა უფასდებათ. მასწავლებლებსაც უხარიათ, რომ მათი მოსწავლეები წარმატებას აღწევენ.

მუღანლოს საჯარო სკოლა, დირექტორი შირვან ზეინალობივი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. საკმაოდ  მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს აუცილებლად ვუგულშემატკივრებთ. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ პროცესი. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი დიდი პროექტია, რადგან მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას აძლევს.

მუღანლოს საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ცირა ასათიანი:

ტესტირებამ  მშვიდ გარემოში ჩაიარა. გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანელი, არაქართულენოვანი მოსწავლეები არიან და ქართულ ენაზე ჩატარდა, კარგი ქულები დაიწერა. მოსწავლეებს გამარჯვება სურთ და შემდეგ ტურში გადასვლის მოტივაცია აქვთ. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. პროექტი მოწაფეებისთვის მოტივაციაა, რომ ზოგადი ცოდნა მიიღონ და ყველა საგანში ერთნაირად ისწავლონ.

გამარჯვების საჯარო სკოლა, დირექტორი გურამ ნათენაძე:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. ბავშვები მას ინტერესითა და გულისყურით მოეკიდნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ერთ- ერთი საუკეთესო პროექტია, რომელიც სკოლებში ტარდება. მის მიმართ ბავშვებს დიდი ინტერესი აქვთ. ჩვენ შიდა მსგავსს კონკურსებსაც ვატარებთ. „ეტალონი“ ძალიან  ორგანიზებული შეჯიბრია, რომელშიც ყველა წესი დაცულია.

გამარჯვების საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნინო ბაღაშვილი:

ტესტირებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ. მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით.  „ეტალონი“ ზოგადი განათლებისთვის ძალიან კარგი პროექტია. მის გამო მოსწავლეები უფრო წიგნიერები გახდნენ, ინფორმაციის მოძიება დაიწყეს და  ცოდნის ამაღლებით მეტად დაინტერესდნენ.


შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აგრძელებს მომავალი პედაგოგების წამახალისებელ სასტიპენდიო პროგრამას

რა შემთხვევაში არ შეინახავს ელჟურნალი განმავითარებელ კომენტარს - ეს უნდა გაითვალისწინოთ

ცვლილება მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესში - დოკუმენტი

მასწავლებლების დანამატები 2025 წელს ორჯერ გაიზრდება - გადაწყვეტილება უკრაინის პედაგოგებს ეხება

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება