სიახლეები
ეტალონი

„ეტალონის“ საშემოდგომო შუალედური ფინალი მიმდინარეობს
15-12-2018
-
+


ამ წუთებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შუალედურ-ფინალური კონკურსი მიმდინარეობს. 

კონკურსში მონაწილეობს მეორე პერიოდის (2018 წლის სექტემბერი-დეკემბერი) 21 გამარჯვებული მოსწავლე იმ მუნიციპალიტეტებიდან, სადაც ამ პერიოდში ჩატარდა ჩემპიონატის ორივე ეტაპი (პირველი ეტაპი - ტესტირებები სკოლებში და მეორე ეტაპი - პირველი ეტაპის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების მონაწილეობით კონკურსები თითოეულ მუნიციპალიტეტში ცალ-ცალკე).

შუალედურ ფინალში გამარჯვებულ სამ მოსწავლეს გადაეცემა დიპლომები და ჯილდოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით - კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერები: პირველ ადგილზე გასულს - 1 000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილზე გასულს - 800-ლარიანი ვაუჩერი, მესამე ადგილზე გასულს - 500-ლარიანი ვაუჩერი.

საშემოდგომო შუალედურ-ფინალური კონკურსის მონაწილეები ზაფხულის ფინალურ სეზონზე მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიების დაწყებამდე ემოციებს ვერ მალავდნენ მოსწავლეები:

ანა ავაქაშვილი, მოსწავლე თელავიდან: „რაიონში გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი, ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო. მინდა გამარჯვება, მაგრამ არ ვიცი რამდენად მოვახერხებ. სხვა მონაწილეებს ვუსურვებ, რომ ბევრი ისწავლონ და ბევრი იკითხონ და იყვნენ განათლებულები“.

მარიამ სირბილაძე, მოსწავლე ქუთაისიდან: „წარმატებას ველოდები, მაგრამ ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვარ. მომზადებული ვარ. ვეცდები, რომ კარგი შედეგი დავდო. ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ“.

საბა სამუშია, მოსწავლე აბაშიდან: „ძალიან პესიმისტურ განწყობაზე ვიყავი პირველ ტურში, რომ მივიღე მონაწილეობა, მაგრამ გამარჯვების მერე უფლება აღარ მაქვს პესიმისტურ განწყობაზე ვიყო. იმდენად საოცარი ბავშვები არიან დღეს ჩემთან ერთად, რომ იმათი წარმატებაც ისე გამიხარდება, როგორც ჩემი“.

იხილეთ ასევე:

2018-2019 სასწავლო წლის „ეტალონის“ საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის ფინალისტების პირველი ემოციები

გთავაზობთ 2018-2019 სასწავლო წლის „ეტალონის“ საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის მონაწილეთა რეიტინგს

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდაზე მოსული კიდევ ერთი საგნის ტესტები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატისტიკას ასაჯაროებს

„ვინც ხვალ აბარებს ისტორიას, ვეტყოდი...“ - აბიტურიენტები ისტორიის ტესტზე საუბრობენ და თანატოლებს რჩევებს აძლევენ

გამოქვეყნდა მასწავლებლების გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტები

პირველი მსოფლიო ომი ისტორიის მეორე სესიაზე - ტესტირებიდან გამოსული პირველი აბიტურიენტის კომენტარი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება