მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ზამთრის არდადეგები 2019 წლის 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასწავლო პროცესი 21 იანვარს დაიწყება.
სასკოლო არდადეგები 2018 წლის 31 დკემბრიდან დაიწყო და 15 იანვარს უნდა განახლებულიყო.
„ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას“,-ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაციას აძლევს, არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ კი სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.
etaloni.ge ასევე, გთავაზობთ განათლების სამინსიტროს მიერ 2016 წელს გავრცელებულ ინფორმაციას რეკომენდაციების შესახებ, რომლებიც გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად, სკოლებმა უნდა გაითვალისწინონ:
„იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში ყოფნისას განვითარდება გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომი, სკოლის ექიმის მიერ სასწრაფოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი დაავადებულის იზოლირება დანარჩენი კონტიგენტისგან და მისი გადაყვანა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამასთან, სკოლებს მოვუწოდებთ ინტენსიურად იმუშაონ მშობლებთან და მისცენ რეკომენდაციები, რომ გრიპის სიმპტომების პირველივე ნიშნების შემჩნევისას, დაავადებული ბავშვი არ გაუშვან სკოლაში. ამით ხელს შეუწყობთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ გრიპის გავრცელების რისკი“,-ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ 2016 წელს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ: ვირუსების გამო სკოლებისა და ბაღების დახურვას პოსტსაბჭოთა ქვეყნები ითხოვენ ხოლმე - პაატა იმნაძე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.