მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019 წლის სექტემბრიდან დაწყებით კლასებში ახალი სახელმძღვანელო სახელწოდებით „გამარჯობა რუბი“ შემოვა.
სახელმძღვანელო კომპიუტერული ტექნოლოგიების შესახებ იქნება და პირველ ეტაპზე 50 საპილოტე სკოლას შეეხება.
ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.
როგორც პრეზენტაციის დასრულების შემდეგ etaloni.ge-ს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ივანიშვილმა განუცხადა, მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით, 5 მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტი კი არის „გამარჯობა რუბი“.
„მედიაწიგნიერების განვითარება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას კანონით ფუნქციად განესაზღვრა. შესაბამისად, მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით, 2019 წლის გეგმის მიხედვით, ვაპირებთ 5 მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტი არის „გამარჯობა რუბი“, რომელიც არის ფინური წიგნების სერია (შედგება 4 წიგნისგან). მისი ავტორია 32 წლის ფინელი პროგრამისტი ქალი - ლინდა ლუკასი, რომელიც ჟურნალმა „ფორბსმა“ აღიარა ევროპის 50 საუკეთესო ქალ პროგრამისტ შორის. ავტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიეცა საავტორო უფლება, რომ ქართულ ენაზე გამოვცეთ ეს წიგნი. ამის გარდა, აპრილში ვგეგმავთ ლინდა ლუკასის ჩამოყვანას საქართველოში, რომელიც ჩაუტარებს ტრენინგებს, როგორც მასწავლებლებს ასევე ტრენერებს.
უკვე სექტემბრიდან განათლების სამინისტროსთან ერთად, იმ რეფორმის ფარგლებში, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, განსაზღვრულ სკოლებში დაიწყება ამ წიგნით პროგრამირების სწავლება. ეს არის სერიიდან პირველი ორი წიგნი, რომლების სახელწოდებაც არის „პროგრამირების თავგადასავლები“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“,-განაცხადა ხათუნა ივანიშვილმა.
განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჯგუფის ხელმძღვანელთან, ნიკა დობორჯგინიძესა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგოების მიმართულების ექსპერტთან სანდრო ასათიანთან ერთად საზოგადოებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა.
ასევე იხილეთ: სასწავლო პროცესში „სთრიმინგ გაკვეთილები“ დაინერგება - ინოვაციური პროექტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
და თქვენ როგორ ატარებთ არდადეგებს თქვენს შვილებთან ერთად?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში კურსდამთავრებულებს კუთვნილი ჯილდოს მიღებას ულოცავენ
და თქვენ როგორ ატარებთ არდადეგებს თქვენს შვილებთან ერთად?