მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მე-11 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები 2019 წელს უქმდება. მე-12 კლასში კი გამოცდები ჩატარდება არსებული ფორმატით და ამ ეტაპზე არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი. მე-12 კლასში საატესტატო გამოცდები 2020 წელს გაუქმდება.
რაც შეეხება ატესტატის გაცემას, სკოლა მას აკადემიური მოსწრების საფუძველზე გასცემს.
ამის შესახებ გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ გამართეს.
სოფო გორგოძის თქმით, იმ პირებს, რომლებმაც წინა წლებში ვერ გადალახეს ბარიერი, თუნდაც, ერთ საგანში და ვერ აიღეს ატესტატები, უფლება აქვთ დარეგისტრირდნენ შესაბამის გამოცდაზე.
„2019 წელს გამოცდები მე-12 კლასში შენარჩუნდება იმისთვის, რომ ეს ციკლი, რაც დაიწყო, დასრულდეს. მე-11 კლასში გამოცდები იხსნება, რადგან მომავალში ასეთი ტიპის გამოცდა ამ საფეხურზე აღარ იქნება. რაც შეეხება იმ პირებს, ვინც წინა წელს ჩაიჭრა ან ვერ გამოცხადდა გამოცდაზე, მათ ისევ ექნებათ უფლება, გამოვიდნენ გამოცდაზე, თუ მე-11 კლასში რაღაც საგანი დარჩათ და ბედს კიდევ ერთხელ ცდიან“,- განაცხადა გორგოძემ.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ცვლილება ემსახურება განათლების სისტემაში სკოლის როლის გაძლიერებას, ასევე, ორიენტაციის გადატანას შედეგზე და არა გამოცდაზე.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით კი მაქსიმალურად დაუახლოვდება ერთმანეთს სკოლის საგნები და უნივერსიტეტის გამოცდები.
„სკოლას მთავარია თავის ფუნქცია დაუბრუნდეს და მშობელს დიდი ხარჯი არ ჰქონდეს“,- აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.
ასევე იხილეთ: 2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.