სიახლეები
სიახლეები

პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სკოლის ატესტატს გაუთანაბრდება
04-02-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილესთან ირინა აბულაძესთან და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსთან ირინა წეროძესთან ერთად, განათლების რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით პრეზენტაცია წარადგინა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროფესიული განათლების სისტემის განვითარება არაერთ მიმართულებას მოიცავს და ორიენტირებულია კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე, რეგიონული განვითარების საჭიროებების გათვალისწინებით, სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და სწრაფ დასაქმებაზე.

პროფესიული განათლების რეფორმის მომდევნო, სამწლიანი ფაზის პერიოდში გათვალისწინებულია ახალი საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება, როგორც ახალგაზრდების ასევე ზრდასრული მოსახლეობისათვის.

პროფესიული სასწავლებლის დიპლომი  სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება, კერძოდ კი საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალება მიეცემათ, პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლება მიიღონ. 

2018 წლის ოქტომბერში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ინტერვენციას მოიცავს ჩვენს სისტემაში. პირველ რიგში ეს არის ის რომ საბაზო განათლების მქონე ადამიანებისთვის პროფესიულ პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი მიიღონ. ანუ მათ პროფესიის შესწავლასთან ერთად საშუალება ექნებათ ისწავლონ მე-10,11, 12 კლასის მასალა. თუკი საბაზო განათლება აიწევს მე-10 კლასამდე, მაშინ ეს იქნება მე-11, 12 კლასის მასალა. კანონის მიხედვით, 2019 წლის მაისიდან განათლების სამინისტრო ეტაპობრივად დაიწყებს ამ პროგრამის განხორციელებას და აღებული დიპლომი იქნება გათანაბრებული სრულ ზოგად განათლებასთან. პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, ამ პროგრამებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით დავიწყებთ მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო შემდგომში მოხდება მასშტაბის ზრდა. ამ სიახლის სრულად დასანერგად ჩვენ გვაქვს 2 წელი“, – განაცხადა ირინა წეროძემ.

პრეზენტაციაზე ასევე აღნიშნეს, რომ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით.

ფორმალური განათლების ფარგლებში, სწრაფი დასაქმებისთვის, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსებით გათვალისწინებულია ასევე ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება, რაც გულისხმობს მოსახლეობის უნარების განახლებას ან ახალი კომპეტენციების შეძენას.

სამწლიანი ფაზა მიზნად ისახავს ასევე: არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვას; პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობის ხელშეწყობას, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების მასშტაბების გაზრდით; გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას; პროფესიული კონსულტირების სისტემის განვითარებას; პროფესიული განათლების მასწავლებლების, პროფესიული განვითარების ახალი მოდელის დანერგვას.

რეფორმა მოიცავს ასევე რეგიონული დაფარვის გაუმჯობესებას, ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებითა და საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის გამოყენებით.

გარდა ამისა, პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განათლების რეფორმის ფარგლებში 10 ძირითადი მიმართულება გამოყო მოდულების სახით, რომელთაც საზოგადოებას პრეზენტაციების სახით აცნობს.  

10-ვე მოდულის მიხედვით პანელები ასე გადანაწილდა:

1. სკოლამდელი და ზოგადი განათლება

2. ინფრასტრუქტურული პროექტები

3. ინოვაცია და ტექნოლოგიები

4. უსაფრთხო სკოლები

5. ეროვნული გამოცდები

6. მეცნიერება

7. ხარისხის უზრუნველყოფა უმაღლეს სასწავლებლებში

8. პროფესიული განათლება

9. უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი

10. განათლების კლასტერები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

ქართული დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა 

რეგისტრაცია დაიწყო - განრიგი და ტესტების ნიმუშები

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან განახლდება

სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის შედეგები ცნობილია - ანგარიში 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა 2024 წელი გააცილეს და ახალი 2025 წლის შემობრძანება იზეიმეს

საახალწლო ზარ-ზეიმმა მთელი სკოლა მოიცვა

აღნიშნული სპექტაკლით მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი 2025 წელი 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება