მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ცნობით, VI და X კლასებში შესაძლოა გამოცდები ჩატარდეს და მოსწავლეების ცოდნა ამგვარად შეფასდეს.
ამის შესახებ სოფიო გორგოძემ გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„უნდა არსებობდეს არა მაღალი რისკის გამოცდა, არამედ, დაბალი რისკის გამოცდა, რომელიც ბავშვის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. მე-10 კლასში გამოცდა არ უნდა იყოს ორიენტირებულო მოსწავლის კლასში ჩატოვებაზე, არამედ მან ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის განვითარებას. მე-6 კლასში კი უნდა შემოწმდეს, იცის თუ არა მოსწავლემ წერა-კითხვა. გამოცდები ცენტრალიზებულად ჩატარდება და სკოლას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება. დაბალ საფეხურებზე უნდა ჩამოვიტანოთ გამოცდა და მე-10 კლასში გაცილებით მეტად უნდა გამოვცადოთ მოსწავლე, ვიდრე უნარების ტესტში მათემატიკა გამოიცდებოდა. მე-10 კლასში აუცილებლად იქნება გამოცდა“,- განაცხადა გორგოძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.