მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს, მაგისტრობის კანდიდატებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეობის მსურველებს სთხოვს გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება.
ძირითადი ეტაპის დასრულების შემდეგ კი მსურველები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.
2019 გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო და 25 მარტის მონაცემებით:
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი – ეს ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეიცვლება. რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია მოცემულია 2019 წლის ,,ცნობარში აბიტურიენტებისათვის“.
რეგისტრაციისათვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოიცა სპეციალური კალენდარი, რომლის საშუალებით აბიტურიენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას რეგისტრაციის ვადებისა და გამოცდებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ. კალენდრები სკოლებსა და რესურსცენტრებს ურიგდებათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრებს მართვას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. შეხვედრაზე აბიტურიენტებსა და დაინტერესებულ პირებს ცენტრის წარმომადგენლები ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ინსტრუქციებსა და გამოცდის პროცედურებს დეტალურად აცნობენ.
როგორც რამდენიმე დღის წინ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, წელს სკოლას 39 ათასი მოსწავლე ასრულებს.
„წელს სკოლას 39 ათასი მოსწავლე ასრულებს, თუმცა არ დაგვავიწყდეს ის მოსწავლეები, რომლებმაც სწავლა წინა წლებში დაასრულეს, ასევე ისინი, ვინც დაასრულეს 12 კლასი, თუმცა ატესტატი არ ჰქონდათ, წელს მათაც შეეძლებათ გამოცდაზე რეგისტრაცია. მიუხედავად ამისა, დღეის მდგომარეობით, ძალიან დაბალი აქტივობაა. რეგისტრაცია ელექტრონულად ხდება და მოვუწოდებ აბიტურიენტებს, დაიწყონ ეს პროცესი დროულად, რადგან მათ ბევრი რამ აქვთ გასათვალისწინებელი. ბოლო წუთებში უფრო მეტად იმატებს ნერვიულობა“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.