სიახლეები
სიახლეები

გრანტის მოპოვების წესი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა
24-07-2019
-
+


2019 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გრანტის გაცემის წესში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ორი ან მეტი არჩევითი საგნის არჩევისას ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაშიც აბიტურიენტი შეინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

როგორ და რამდენ პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე?

2019 წელს გაიცემა 100%-იანი, 70%-იანი და 50%- იანი სასწავლო გრანტები.

სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა აბიტურიენტზეც, რომელმაც წინა წლებში მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება და სახელმწიფო სასწავლო გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და არ გამოიყენა სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ სასწავლო გრანტისთვის გამოყოფილი თანხის წლიური მოცულობის არა უმეტეს 2%-ისა, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამით, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით.

სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე
  • ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლიან, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურთ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ცენტრში წარადგენენ შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს;
  • იმ პირებზე, რომლებიც არააკრედიტებულ პროგრამებზე მოიპოვებენ სწავლის გაგრძელების უფლებას;
  • იმ პირებზე, რომლებსაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი ერთხელ მიღებული და გამოყენებული აქვთ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსების წესი:

აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა ყველა გამოცდის (3 სავალდებულო და ერთ-ერთი არჩევითი საგნის) შედეგის მიხედვით.

აბიტურიენტს, რომელიც აბარებს სახელოვნებო შემოქმედებით ან სასპორტო პროგრამაზე და სურს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩაბარებული მეოთხე გამოცდა.

ასევე იხილეთ: 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი

როგორ უნდა გამოითვალონ აბიტურიენტებმა საგრანტო ქულა დამოუკიდებლად

როგორ განისაზღვრება რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

გრანტის გაცემისას რომელი საგნების ქულას ენიჭება უპირატესობა? – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება