სიახლეები
ეტალონი

„ყოველ წელს მოუთმენლად ველით, როდის გაისმება „ეტალონიდან“ ზარი“ - სამტრედიაში ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართა
27-03-2019
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტში 26 მარტს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 18 აპრილს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ნატალია მანჯგალაძე:

„ძალიან გონიერი და წარმატებაზე ორიენტირებული ახალგაზრდობა გვყავს. მოსწავლეები დიდი ინტერესითა და აქტივობით ერთვებიან ჩემპიონატში, სადაც წიგნი მეტად უყვარდებათ და ლოგიკურად აზროვნებას, მცირე დროში ეფექტური გადაწყვეტილების მიღებას სწავლობენ. წლებია, აქტიურად ვთანამშრომლობთ და ძალიან ვგულშემატკივრობთ „ეტალონს“ ჩვენს ბავშვებთან ერთად.“

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი გურანდა გურგენიძე:

ეტალონთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ჩვენი მოსწავლეები მაღალი ჩართულობითა და შედეგებით გამოირჩევიან. ჩემპიონატზე ისინი საზოგადოებასთან ურთიერთობის, ცოდნის წარმოჩენისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარს ივითარებენ, მნიშვნელოვან გამოცდილებას იძენენ და მომავალი წარმატებებისთვის ემზადებიან.“

დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხაზალია:

„ეტალონი“ მოსწავლეებისთვის საინტერესო გამოწვევა და დიდი გამოცდილებაა. ჩემპიონატში ახალგაზრდები საკუთარ შესაძლებლობებს ავლენენ, პროგრამულ ცოდნასთან ერთად ზოგად განათლებას იღრმავებენ და სამომავლო წარმატებისთვის ემზადებიან. ამდენად, ვგულშემატკივრობთ ჩვენს ბავშვებსა და ეროვნულ ჩემპიონატს.“

დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის  „ეტალონის“ პედაგოგი მაია კახაძე:

„ტესტირების პირველი ეტაპი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით წარიმართა. მშვიდ და ობიექტურ გარემოში მათ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინეს, შედეგების გაცნობის შემდეგ კი, აქტიურად დავიწყებთ მეორე ტურისთვის მზადებას.“

ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა ძნელაძე:

„მოსწავლეები ყოველთვის დიდი ინტერესითა და მოლოდინით იღებენ ჩემპიონატში მონაწილეობას. ტესტირებისას დამოუკიდებლად ავლენენ საკუთარ ცოდნას და შემდეგ ერთმანეთში მსჯელობით განიხილავენ საკითხებს, საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს ობიექტურად აფასებენ და სწავლას საჭირო მიმართულებით აძლიერებენ. მივესალმებით „ეტალონის“ მამოტივირებელ მიდგომებს და წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებს წინსვლის გზაზე.“

ნოღის საჯარო სკოლის  „ეტალონის“ პედაგოგი ლია ცერცვაძე:

„ყოველ წელს მოუთმენლად ველი, როდის გაისმებაეტალონიდან“ ზარი და მეტყვიან, რომ ტესტირების პირველი ტური იმართება, შემდეგ ამ სიახლეს მოსწავლეებს ვახარებ და ერთად დავიწყებთ წარმატებისთვის მზადებას. ჩემპიონატში საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენა-წახალისების საშუალებას აძლევს მოსწავლეებს და მათში მოტივაციას ამაღლებს. წელს უმრავლესობამ „თამამ“ კატეგორიაზე გააკეთა არჩევანი, შედეგებიც დამაკმაყოფილებელი გვაქვს და მეორე ეტაპისთვის ვიწყებთ მზადებას.“

ქვაყუდის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი შანიძე:

ეტალონთან“ ერთად განათლებული, მრავალმხრივ განვითარებული და წინსვლაზე ორიენტირებული მომავალი თაობა გვეზრდება. მოსწავლეები იდი ინტერესს იჩენენ ჩემპიონატის მიმართ და სჯერათ, რომ აქ შრომა დაუფასდებათ, ცოდნას გაიღრმავებენ და დიდ გამოცდილებას მიიღებენ მომავალი წარმატებების მისაღწევად.“

ქვაყუდის საჯარო სკოლის  „ეტალონის“ პედაგოგი ზვიად შანიძე:

თამამსა და მამულიშვილს შორის რამდენიმე მოსწავლემ მეორეზე გააკეთა არჩევანი და შედეგებს რომ გაეცნო, შემდეგ ინანა, უფრო თამამი უნდა ვყოფილიყავი და მეორე ტურშიც გამომეცადა ძალებიო. „ეტალონთან“ ერთად ახალგაზრდები საკუთარი თავისა და ცოდნის ეფექტურად წარმოჩენას სწავლობენ და მომავალი წარმატებებისთვის აუცილებელ უნარებს ივითარებენ.“

ჭაგნის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირმა ახობაძე:

„ტესტირების პირველი ეტაპი ყველაფერი წესის მიხედვით წარიმართა. მშვიდ და თანაბარ გარემოში მოსწავლეებმა საკუთარი ცოდნა გამოავლინეს და კარგი შედეგებიც აჩვენეს. ახალგაზრდებს უყვართ ეროვნული ჩემპიონატი და ყოველთვის დიდი მოლოდინებით მონაწილეობენ მასში.“

სამტრედიის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ვენერა ივანიშვილი:

„ეტალონში“ ჩვენი მოსწავლეები დიდი ინტერესითა და აქტივობით ერთვებიან. ჩემპიონატი მათ სწრაფად აზროვნების უნარს უვითარებს, საკუთარ შეცდომებზე დაკვირვებასა და სწავლის საჭირო მიმართულებით გაძლიერებას ასწავლის, წინსვლის მოტივაციას უჩენს და ახალგაზრდების შესაძლებლობებს ახალისებს. ვგულშემატკივრობთ „ეტალონსა“ და ჩვენს მოსწავლეებს.“

სამტრედიის N3 საჯარო სკოლის  „ეტალონის“ პედაგოგი ანნა ლეჟავა:

„ტესტირების პირველ ეტაპზე დიდი დაინტერესება იყო მოსწავლეთა მხრიდან. ნაწერები ჯერ არ გაგვისწორებია, თუმცა,  ვიმედოვნებთ, რომ კარგი შედეგები ექნებათ და მეორე ეტაპზეც წარმატებით იასპარეზებენ. „ეტალონი“ ახალგაზრდებს კრიტიკულ აზროვნებას უვითარებს და წინსვლის მოტივაციას აძლევს.“

სამტრედიის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თეა კარტოზია:

„მშვიდ და თანაბარ გარემოში წარიმართა ტესტირება. მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან „ეტალონში“, სადაც დამოუკიდებლად მუშაობის, ცოდნის გამოვლენისა და სოციალური ურთიერთობების უნარს ივითარებენ. მივესალმებით ჩემპიონატის მამოტივირებელ მიდგომებს და ვგულშემატკივრობთ მოსწავლეთა წარმატებას.“

სამტრედიის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ვიოლეტა ვეკუა:

„მაქსიმალური ჩართულობითა და ინტერესით მონაწილეობდნენ მოსწავლეები პირველ ტურში. საინტერესო ტესტებით მათ საკუთარი ცოდნის გამოვლენის საშუალება ეძლევათ, თანაც დამოუკიდებლად მუშაობას სწავლობენ და წინსვლის მოტივაცია უჩნდებათ. ვემზადებით მეორე ეტაპში ასპარეზობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ „ეტალონს“ ჩვენს ბავშვებთან ერთად.“

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი

იმუშავებს თუ არა ელექტრონული ჟურნალი უქმე დღეებში, რომელიც მთავრობამ გამოაცხადა

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

სიახლეები
საზოგადოება