სიახლეები
სკოლები

ახალციხის N5 სკოლაში დედის დღე მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნეს
05-03-2017
-
+


 ახალციხის  №5 სკოლის VI კლასში დედის დღისადმი მიძღვნილი სასწავლო პროექტის -''დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო'' - პრეზენტაცია და დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

პრეზენტაციისას მოსწავლეებმა დამსწრეებს პროექტის ფარგლებში ერთი თვის მანძილზე განხორციელებული მრავალფეროვანი აქტივობების შედეგი წარუდგინეს: თავისუფალი თემები - ''წერილი დედას'', ამავე თემაზე შექმნილი ნახატები, ხუთი სიმღერა დედაზე, გაზაფხულზე, სლაიდშოუ, ელექტრონულად მომზადებული მისალოცი ბარათები დედებისა და მასწავლებლებისათვის. მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები თავისუფალი თემებიდან.

პროექტის ხელმძღვანელი VI კლასის დამრიგებელი, მათემატიკის მასწავლებელი ნანა დათაშვილი იყო. პროექტში ჩართულები იყვნენ:  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაყვალა ბექაური, მუსიკის პედაგოგი მარინა მჭედლიძე, ისტ-ის პედაგოგი ნაირა მელიქიშვილი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი მეგი გურგენიძე.

როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა ყველა აქტივობით საოცრად ფაქიზი, თბილი, სათუთი და ამაღელვებელი დამოკიდებულება გამოხატეს დედებისადმი. 

ღონისძიების ბოლოს დამრიგებელმა მოსწავლეებს სამახსოვრო ბარათები დაურიგა პროექტის დასკვნითი დავალებით. VIა  კლასის მოსწავლეს - ავთანდილ ჯინიუზაშვილს გადაეცა 2016 წლის ''კინგსის'' შემოდგომის კონკურსის გამარჯვებულის დიპლომი (რეგიონის მასშტაბით მათემატიკაში).

პროექტის შესახებ დაწვრილებითი და დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბლოგზე -http://deda6a.blogspot.com/


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

112-ში არასრულწლოვნის ცრუ ზარისთვის მშობელი დაჯარიმდება - ცვლილებები 1-ელი აპრილიდან  ამოქმედდა

რა ენებზეა ეროვნული გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას

„მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა ბოდბისხევის საჯარო სკოლა პროექტის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება