მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც სკოლებში „იაკობ გოგებაშვილის მეთოდზე დაფუძნებული „დედა ენის“ შეტანას შეუწყობს ხელს“, აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge-სთან ინიციატივის ავტორის, პარლამენტის წევრის ზაზა გაბუნიას საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა დაადასტურა.
ცვლილების ინიციატორები პარლამენტის წევრები მარიამ ჯაში და ზაზა გაბუნია არიან. ავტორების განმარტებით, კანონში შესული ცვლილებების მიზანია, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ,,დედა ენა“- ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი - საკანონმდებლო დონეზე დაცვა და სასწავლო პროცესში მისი გამოყენებისათვის სამართლებრივი საფუძველის შექმნა.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2 თვის განმავლობაში უნდა შეიქმნას სპეციალიზირებული კომისია, რომლის მიზანიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე სახელმძღვანელოს/სერიას შემუშავება და მისი გრიფირებისთვის წარდგენა იქნება.
ცვლილების მიხედვით, შესაბამისი დარგის ექსპერტებისაგან, სპეციალისტებისაგან, განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული პირებისაგან იქმნება სპეციალიზებული კომისია, რომელიც ამ სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე შეიმუშავებს სახელმძღვანელოს/სერიას და წარადგენს მას გრიფირებისათვის.
ამასთან, კომისია უფლებამოსილია დაადგინოს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე შექმნილი ალტერნატიული სახელმძღვანელოების/სერიების ზემოთ აღნიშნულ ძეგლთან შესაბამისობა.
აღსანიშნავია რომ 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებამდე განათლების სამინისტრომ კომისიის მიერ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე შემუშავებული სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება უნდა უზრუნველყოს.
აქვე შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ ექსპერტთა კომისიაში წევრების რაოდენობა წინასწარი გათვლებით არ უნდა აღემატებოდეს 10, ხოლო გასაწევი ხარჯი 12 000 ლარს. ხოლო ხარჯების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი. „ეს ხარჯი ერთჯერადია, გარდა იმ შემთხვევისა თუკი სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას გადაამუშავოს წიგნი“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...