მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა ხელფასების გასაზრდელად და ასევე საპენსიო ასაკი პედაგოგებისთვის, რომლებიც პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში ფულად ჯილდოს მიიღებენ, დაახლოებით 250 მილიონი ლარი იქნება საჭირო. ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა.
„ძირითადი ცვლილება შეეხება ბიუჯეტის შესახებ კანონს და მაისის ბოლომდე ჩვენ ველოდებით შესაბამისი ინიციატივის შემოტანას მთავრობის სახელით. ფინანსთა სამინისტრომ შესაბამისი გათვლები უნდა წარმოადგინოს. თუ რამდენი პედაგოგი გაივლის დამატებით საკვალიფიკაციო გამოცდას, რამდენი გადაწყვეტს, მიიღოს 2-წლიანი წინასწარი ანაზღაურება საპენსიო ასაკში. ამის პროგნოზირება რთულია, მაგრამ საერთო ჯამში, ვფიქრობ, მაქსიმალური თანხა უნდა იყოს 250 მილიონი, რომლის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, რაც მოიცავს გაზრდილ ხელფასსა და საპენსიო თანხას. ეკონომიკური ბლოკი უკვე ამუშავებს აღნიშნულ ცვლილებას. ამ ინიციატივას ექნება მხარდაჭერა უმრავლესობის მხრიდან და დიდი იმედი მაქვს, ეს გახდება საწინდარი ჩვენი პედაგოგების ღირსეული სამუშაო პირობების და მათი კიდევ უფრო მეტი კომპეტენციის ხელშეწყობის“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.
2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. სახელფასო ზრდა ასევე შეეხებათ რესურსცენტრების, სკოლების დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს.
რაც შეეხება საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ.
იხილეთ ასევე: 2019 წლის სექტემბრიდან მენტორის, წამყვანის და უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებს ხელფასი 150 ლარით გაეზრდებათ20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ