სიახლეები
ეტალონი

''ახალგაზრდები ''ეტალონის'' ოჯახის წევრებად თვლიან თავს'' - ''ხობის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა
06-04-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ხობის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.      

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა.   
 
ხობის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.  

ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგზარდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია, რესურსცენტრის უფროსი ბეატრისა რუსია, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ- საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი ბორის ბერაია და დირექტორის მოადგილე ხათუნა ხორავა, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.   

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.  
 
''ხობის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ხობის N1 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ირაკლი ჯანაშია დაეუფლა. 

საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ აღნიშნა, რომ ახალგაზრდები ''ეტალონის'' ოჯახის წევრებად თვლიან თავს:

''ეტალონმა'' მოსახელეობის ძალიან დიდი ინეტერესი გამოიწვია. პირადად ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ინტელექტ-შეჯიბრი მუნიციპალიტეტების მასშტაბით ხორციელდება. ჩვენი მუნიციპალიტეტი მიესალმება პროექტის ამ დონეზე ჩატარებას. ჩვენ ყველანაირად ხელს შევუყწყობთ ''ეტალონს''. დარწმუნებული ვარ, ახალი კულტურის სასახლე რომ გვექნება, ისევე  გაივსება, როგორც გუშინ. ძალიან ამაღლებული განწყობით ვუყურებთ ამ პროექტის განხორცელებას. ის განწყობა, რაც გუშინ დარბაზში სუფევდა, იყო იმის მანიშნებელი, რომ ახალგაზრდები ნამდვილად ''ეტალონის'' ოჯახის წევრებად თვლიან თავს.''        
 
რესურსცენტრის უფროსის ბეატრისა რუსიას თქმით, ''ეტალონი'' მნიშვნელოვანია მოსწავლეების ცოდნის ამაღლებისთვის:

''ძალიან მნიშვნელოვანი და განაკუთრებული დღე იყო. სასიამოვნო და ცოცხალ შეჯიბრება ჩატარდა. სულ 25 სკოლა მონაწილეობდა. ''ეტალონი'' მნიშვნელოვანია მოსწავლეების ცოდნის ამაღლებისთვის, მათი აქტიურობისთვის. მომავალ თაობას სჭირდება მსგავსი ტიპის ინტელექტ-შეჯიბრებები. მოსწავლეების ცოდნის ამაღლებისთვის ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ყველაფერს აკეთებს.'' 
 

''ხობის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ირაკლი ჯანაშია, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''. 

ღონისძიების მხარდაჭერისთვის ''ეტალონი'' მადლობას უხდის ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრს და მის ხელმძღვანელობას - ბორის ბერაიას და ხათუნა ხორავას.

პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოსწავლეებისთვის ონლაინ ტესტირების თარიღი ცნობილია - დეტალური ინსტრუქცია აპლიკანტებისთვის 

განათლების მინისტრის პირველი მოადგილე სასამართლოს ყოფილი მენეჯერია - გიორგი მოდებაძის ბიოგრაფია

საბჭო 2 უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს განიხილავს - დეტალები

უფროსკლასელები უფრო მეტად, ალბათ, იმ საგნებს სწავლობენ, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ“



პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა, სითბო 

„ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ არის „პატარა პრინცი“, რადგან ის გვასწავლის ჰუმანურობასა და ცხოვრების მთავარ ღირებულებებს“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ, გუნდურ თანამშრომლობას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს უსაფრთხო გარემოს, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კეთილგანწყობილ ურთიერთობებსა და სწავლებას“

სკოლები
მოსწავლეებმა გაანალიზეს ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები, წაიკითხეს ლექსები 

სკოლის ისტორიას კიდევ ერთი შთამბეჭდავი ღონისძიება შეემატა


ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებაში ჩაატარეს გამოკითხვა იმის შესახებ, თუ რა არის ტოლერანტობა
საინტერესო

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება