მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები ხვალიდან იწყება.
etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს, მაია გაბუნიას ესაუბრა, რომელიც აპლიკანტებს გამოცდებთან დაკავშირებულ რჩევებს სთავაზობს.
- საგამოცდო ცენტრების ადგილმდებარეობის მხრივ თუ შეიცვალა რაიმე?
- საგამოცდო ცენტრები ისევ იმ ქალაქებში იქნება, რომლებშიც გასულ წელს იყო, უბრალოდ საგამოცდო ცენტრი დაემატა ხულოს რეგიონში, წინა წელს იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და არ ჩატარებულა გამოცდა. ასევე, მეორე საგამოცდო ცენტრი დავამატეთ ბათუმშიც. სხვა მხრივ, ყველა იმ ქალაქში იქნება საგამოცდო ცენტრი, რომელშიც წინა წლებში იყო.
- რაც შეეხება უშუალოდ საგამოცდო პროცესს, რაზე უნდა გაამახვილონ მასწავლებლებმა ყურადღება?
- თქვენ იცით, რომ გამოცდისთვის აპლიკანტებს საკმაო დრო აქვთ და თითქმის, ყველა გამოცდა 5 საათი გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროში აპლიკანტებმა პასუხები უშუალოდ პასუხის ფურცელზე გადაიტანონ, რადგან ტესტი ელექტრონული ფორმისაა და სკანერზე მხოლოდ პასუხების ფურცელი სწორდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პასუხები საკითხების შესაბამისად სწორaდ გადაიტანონ ფურცლებზე და რაც მთავარია, არსად მიუთითონ მაიდენტიფიცირებელი ნიშანი ან სახელი.
ნებისმიერი აპლიკანტი, ვგულისხმობ, როგორც აბიტურიენტებს, სამაგისტროს და საგრანტოს კონკურსის კანდიდატებს, ისე მასწავლებლობის გამოცდაზე გასვლის მსურველებს, მნიშვნელოვანია იმ საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდნენ, რომლებიც მათ ბარათზე იქნება მითითებული.
საიდენტიფიკაციო ბარათში იქნება გამოცდის დაწყების დღე, საათი და ადგილმდებარეობა მითითებული. სწორედ ამის შესაბამისად უნდა მივიდნენ აპლიკანტები საგამოცდო ცენტრებში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ აპლიკანტი გამოცდაზე არ დაიშვება, თუ ის რეგისტრაციის დასრულების შემდგომ მივა საგამოცდო ცენტრში.
- ხშირია შემთხვევები, როცა გამოცდიდან გამოსული აპილკანტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ღია კითხვებთან დაკავშირებით. მათი თქმით, კითხვაზე პასუხი სწორად აქვთ გაცემული, თუმცა მაინც არ ეთვლებათ. რა რჩევას მისცემდით ასეთი შემთხვევის დროს აპლიკანტებს, რა უნდა გაითვალისწინონ ღია კითხვებზე პასუხის გაცემისას?
- ამ კითხვაზე პასუხი საგნის ჯგუფის ხელმძღვანელებს უფრო ეკუთვნით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, როცა გამოცდა დასრულდება, ჩვენ ვებ-გვერდზე ვათავსებთ ტესტებს და შესაბამის შეფასების სქემას. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, წლების განმავლობაში სწორედ ასე ხდებოდა და შეფასებაც სწორედ ამ სქემიდან გამომდინარე ხდება, თუმცა თუ არის კონკრეტული შემთხვევები, ამაზე საუბარი უფრო სწორი ჯგუფის ხელმძღვანელებისგან იქნება.
- ასევე მინდა გკითხოთ მასწავლებელთა გამოცდის მოსმენის ნაწილთან დაკავშირებით... ხშირად აპლიკანტები უკმაყოფილობას გამოთქვამენ ცუდი ჩანაწერის, ხმის ცუდი ხარისხის გამო. ასეთ დროს რა შეიძლება მოიმოქმედოს აპლიკანტმა და ყოფილა თუ არა შემთხვევა, რომ მსგავსი ტექნიკური ხარვეზის გამო მოსმენის ნაწილი თავიდან ჩატარებულიყო?
- როდესაც ასეთი შემთხვევები ხდება, ჩვენ მოგვმართავენ აპლიკანტები, ხდება ჩანაწერის გადამოწმება და თუ რაიმე ტექნიკური ხარვეზია, ჩვენ ვასწორებთ ხოლმე ამ შეცდომას და ხელმეორედ ხდება ჩანაწერის გაკეთება. თუმცა როდესაც სექტორში 15 აპლიკანტიდან მხოლოდ ერთი ადამიანი ამბობს, რომ ხმა ცუდად ისმოდა და 14 არ აპროტესტებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა კარგად ისმოდა. თუ უმეტესობა იტყვის, რომ ცუდად ისმოდა ხმა, რაიმე ტიპის ტექნიკური ხარვეზი იყო და ა.შ. თავისთავად ჩვენ ამას გამოვასწორებთ. მაგრამ ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება.
არსებობს როგორც ტექნიკური აპელაცია, ისე ჩვეულებრივი აპელაცია, რომელიც ნაშრომებთან არის მიბმული და თუ რაიმე შეცდომა ხდება ან არასწორად ხდება რამე, ნებისმიერ აპლიკანტს შეუძლია აპელაციით მოგვმართოს. ყველა სექტორში სწორედ ამიტომ არის ვიდეოთვალი დამონტაჟებული, რომ ნებისმიერი რამ დაფიქსირდეს.
- რაც შეეხება საგამოცდო დროს, თითქმის ყველა საგნის გამოცდა 5-საათიანია. გვაინტერესებს რამდენად ადეკვატურია ეს დრო აღნიშული გამოცდებისთვის, ხომ არ თვლით რომ ზედმეტად ბევრი დროა ერთი საგნის გამოცდისთვის ან პირიქით?
- სანამ ტესტის დრო განისაზღვრება, საკმაოდ ბევრ პროცედურას გავდივართ, აპრობაციისა და კონსულტაციების შედეგად ხდება ამა თუ იმ საგნის გამოცდა რამდენ საათიანი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს შეჯერებული ვარიანტია, თუმცა პირადად ჩემი აზრით 5 საათი ბევრია.
ასევე იხილეთ: ყველა აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელთა გამოცდების შესახებ აპლიკანტებმა უნდა იცოდნენ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...