მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019-2020 სასწავლო წლისთვის მე-7 კლასის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების სიაში ვერ მოხვდა რუსული ენის წიგნი. აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ etaloni.ge-ს განუცხადა, რომ რუსული ენის სახელმძღვანელოს გრიფირება თავიდან გამოცხადდება.
თუმცა, უცნობია როდის მოხდება ხელახლა გრიფირების პროცესის გამოცხადება და მოესწრება თუ არა მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლებისთვის ახალი სახელმძღვანელოების წარდგენა.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში თუკი რუსული ენის სახელმძღვანელოს გრიფირება სასწავლო წლის დაწყებამდე ვერ მოესწრება, სკოლებს საშუალება ექნებათ არსებული, ძველი სახელმძღვანელოებით ასწავლონ.
შეგახსენებთ, რომ მე-7 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში რუსული ენის 4 სახელმძღვანელო იყო წარდგენილი, თუმცა გრიფირება არც ერთ მათგანს არ მიენიჭა.
იხილეთ ასევე: ცნობილია VII კლასის რომელ სახელმძღვანელოებს მიენიჭათ გრიფი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ
ბავშვებმა საღებავების გამოყენებით შექმნეს ნამუშევარი დედამიწის, როგორც მაცოცხლებელი ძალის თემატიკაზე