მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები დაიწყო. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამოცდები დღეს პროფესიული უნარების ტესტებით დაიწყო, რომელსაც მხოლოდ პრაქტიკოსი პედაგოგები აბარებენ.
მისივე თქმით, გამოცდის ჩაბარების მსურველების რიცხვი წელს გაზრდილია. გორგოძის ცნობით, 10 ათასზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული, რომელსაც ამ გამოცდით სურს მასწავლებლის პროფესიაში შესვლა, 20 ათასზე მეტი კი პრაქტიკოსი პედაგოგი გადის გამოცდაზე. საერთო ჯამში, გამოცდაზე 31 500-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული.
„დღეს დაიწყო მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირებები, რომელსაც გადიან როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლები ისე მასწავლებლობის მსურველები. პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდაზე მიღებული ქულების შესაბამისად აგროვებენ კრედიტქულებს, ხოლო რაც შეეხება მასწავლებლებლობის მსურველებეს, მათ უნდა დააგროვონ საერთო ქულების 60%-ზე მეტი იმისთვის, რომ საგნობრივი გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვალოთ. დღეს პროფესიული უნარებით დაიწყო გამოცდა და ამ გამოცდას მხოლოდ პრაქტიკოსი მასწავლებლები აბარებენ“,-განაცხადა სოფო გორგოძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ წელს მასწავლებელთა ტესტებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შესულა - არც გამარტივებულია და დაახლოებით იგივე სირთულის არის, რაც წინა წლებში იყო.
ასევე იხილეთ: მასწავლებელთა გამოცდების განრიგი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ