მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში, მასწავლებელთა გამოცდაზე კიდევ ერთმა პედაგოგმა დაიგვიანა.
როგორც პედაგოგმა etaloni.ge-ს განუცხადა, ის სპორტის მასწავლებელია და ბოლნისის რაიონიდან ჩამოვიდა გამოცდის ჩასაბარებლად.
„სპორტის მასწავლებელი ვარ, ბოლნისიდან ჩამოვედი გამოცდაზე. დირექტორმა გვითხრა, რომ გამოცდა 10 საათზე იწყებოდა და ამიტომ მოვედი ამ დროს. აბა რატომ გვითხრეს რომ 10-ზე იწყებოდა?!“-გვითხრა დაგვიანებულმა აპლიკანტმა.
მისივე თქმით, პრობლემაა ტრანსპორტიც არის და საგამოცდო სექტორამდე მოსვლა რთულია ამხელა მანძილზე, რადგან რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა უწევს.
აღსანიშნავია, რომ აპლიკანტს საგამოცდო ბარათზე დრო ზუსტად ჰქონდა მითითებული. ამასთან, პედაგოგი პროფესიული უნარების გამოცდას დღეს ვეღარ ჩააბარებს, თუმცა მას სპორტის გამოცდის ჩაბარება შეუძლია.
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები პროფესიული უნარების ტესტებით დღეს, 09:00 საათზე დაიწყო. რეგისტრაციის გავლა კი 08:00 საათიდან იყო შესაძლებელი.
ასევე იხილეთ: კახეთიდან ჩამოსულმა პედაგოგმა გამოცდაზე 20 წუთით დაიგვიანა - „ძლივს ვიპოვე სკოლა, პატრულმა დამაკვალიანა“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო