მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სექტებრიდან ყველა პირველკლასელი იაკობ გოგოებაშვილისეული მეთოდით შემუშავებულ „დედა ენის“ სახელმძღვანელოს მიიღებს - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
„ჩვენ დღეს ვიმყოფებით იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმთან და მინდა, აქედან მივესალმო სრულიად საქართველოს. ეს იყო ეპოქა, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნამდვილი პატრიოტი ადამიანების ერთად დგომა. ეს იყო უდიდესი გამოწვევა მაშინდელი საქართველოსთვის, როდესაც ქართული ენა იდგა გადაშენების პირას.
ქართველმა პატრიოტებმა შეძლეს შეუძლებელი, შეძლეს და შექმნეს წიგნი, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას, რომელმაც შეგვინარჩუნა ყველაზე წმინდა, ქართული ენა და ქართული ანბანი. როდესაც იაკობ გოგებაშვილი თავის წიგნს წერდა, მას სწორედ ეს განზრახვა ჰქონდა, რომ გადაცემულიყო თაობიდან თაობას, რომ შეგვენარჩუნებინა ყველაზე წმინდა, ჩვენი ენა და ანბანი. მაგრამ შემდეგ, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან და ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების გულისწყრომა, სამართლიანი და ობიექტური. მაშინდელი ეპოქისთვის და მაშინდელი პატრიოტებისთვის წერა-კითხვის გავრცელება იყო ეროვნული იდეა, ისინი სწორედ წერა-კითხვის გავრცელებაში ხედავდნენ საქართველოსა და ქართველი ენის გადარჩენას. დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება.
სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგოებაშვილის „დედა ენა“. ეს არის განსაკუთრებული ნაბიჯი და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობდა.
სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს „დედა ენის“ სახელმძღვანელოს და დარწმუნებული ვარ, ისევე შეიყვარებენ ჩვენი ბავშვები ამ სახელმძღვანელოს, როგორც ჩვენს თაობას უყვარდა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
აღსანიშნავია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა უკვე გამოაქვეყნა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, იაკობ გოგოებაშვილისეული მეთოდით შედგენილი პირველი კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს (მოსწავლის წიგნი) –„დედა ენის“ მაკეტს გრიფი მიენიჭა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.