მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020 წლიდან აფხაზეთის ე.წ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს, რომლებსაც უმაღლესი განათლების მიღება საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში ენდომებათ, შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესში უნივერსიტეტის შიდა გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხონ.
აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მომავალი წლიდან აფხაზეთის ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა განხორციელდება განსაკუთრებული წესითა და პირობებით, რომელსაც განათლების მინისტრი დაადგენს. მანამ სანამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი არ არის და აბიტურიენტები ყოველწლიურად იმყოფებიან იმ რისკის ქვეშ, რომ შესაძლოა, ზოგიერთმა ძალებმა და პირებმა მოახდინონ მანიპულაცია საგამოცდო პერიოდში, იმისთვის რომ მათ უმაღლეს ავტორიზებულ სასწავლებლებში ჩარიცხვა და სწავლას პრობლემა არ შეექმნათ, ვფიქრობთ, უმაღლესებთან თანამშრომლობით უნივერსიტეტების შიდა გამოცდებით ჩაირიცხონ ეს აპლიკანტები. ეს შეამცირებს იმ რისკს, რომ კონკრეტული საგამოცდო სესიისთვის ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაიკეტოს და აბიტურიენტებმა ვეღარ შეძლონ გადმოსვლა. ეს იქნება ალტერნატიული მოდელი ამ პირების უმაღლესში ჩასარიცხად და ამოქმედდება მომავალი წლიდან",-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ასევე იხილეთ: ენგურის ხიდზე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო დაზარალებული აბიტურიენტები უმაღლესებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა