მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან საქართველოს საჯარო სკოლების I კლასის დამრიგებლები.
როგორც უწყებაში etaloni.ge-ს განუცხადეს, ინფორმაციას ახალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა დამრიგებლების რაოდენობის თაობაზე სააგენტო იღებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
პირველკლასელთა დამრიგებლებისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული პორტაბელური კომპიუტერი არის სკოლის საკუთრება და მისი განკარგვის წესს ადგენს სკოლის ხელმძღვანელი მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
კომპლექტაციაში შედის ლეპტოპი და შესაბამისი დამტენი.
საგარანტიო მომსახურების ვადა 1 წელია.
საგარანტიო მომსახურებას ახდენს ტენდერში გამარჯვებული, ბუკების მომწოდებელი კომპანია. გარანტიით უფასო შეკეთება ან ახლით ჩანაცვლება ხდება ქარხნული წუნის ან ნაწილობრივი გაუმართაობის დროს. კომპიუტერის მექანიკური დაზიანება ან/და თვითნებური შეკეთება საგარანტიო მომსახურებას არ ექვემდებარება.
დამრიგებლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მისთვის გადაცემული პორტაბელური კომპიუტერი უბრუნდება სკოლას და გადაეცემა მის შემცვლელ დამრიგებელს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო