მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და პრემიერ-მინისტრი დღეს მასწავლებლებს პრეზიდენტის ცერემონიათა სასახლეში შეხვდნენ და განათლების რეფორმის ფარგლებში პედაგოგებისთვის სახელფასო ზრდის შესახებ ისაუბრეს.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ოქტომბრიდან ყველა პედაგოგს, რომელსაც სტატუსი აქვს მინიჭებული, ხელფასის ზრდა შეეხება.
2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით.
• უფროსი მასწავლებლები მიიღებენ 1011 ლარს;
• წამყვანი მასწავლებლები მიიღებენ - 1435 ლარს;
• მენტორი მასწავლებლები მიიღებენ - 1745 ლარს.
(მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში, კიდევ მეტს)
პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე სისტემას ეყოლება 33 000 პედაგოგი, რომელთაც სტატუსი აიმაღლეს.
პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და ეტაპობრივად განხორციელდება ისე, რომ 2022 წლისათვის მათი ანაზღაურება იქნება:
• უფროსი მასწავლებელი - 1700 ლარი;
• წამყვანი მასწავლებელი - 2135 ლარი;
• მენტორი მასწავლებელი - 2445 ლარი.
ასევე იხილეთ: სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციას და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს ანაზღაურება შემოდგომიდან გაეზრდებათ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.