მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ''რეალური სივრცე'' სკოლებში არაჯანსაღი საკვების ამოღების ინიციატივაზე ისაუბრა:
''ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვხვდებით სკოლის წარმომადგენლებს, მშობლებს. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ყველას აწუხებს არის, თუ რას ჭამს ბავშვი სკოლაში. თან ჩვენი ხელისუფლება და მთელი ქვეყანა - იგივე თამბაქოს კუთხით და სხავდასხვა კუთხით არის სწორ ტალღაზე ამ მიმართულებით.
ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ახლა არის შესაძლებლობა, საზოგადოებრივი შეგნების გაზრდით ვისარგებლოთ და სკოლებს ბუფეტების გაჯანსაღება შევთავაზოთ. საწყის ეტაპზე ძალიან არაჯანსაღი პროდუქტების ამოღებაზეა საუბარი. შეიძლება ფენოვანი ხაჭაპურიც არ იყოს ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი მსოფლიოში, მაგრამ ჩიფსი, კოკა-კოლა და კონსერვირებული რაღაცები კიდევ უფრო მძიმე პოზიციაა.''
ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლებში ბოსტნების გაშენების იდეაზეც ისაუბრა:
''ბრიუსელში ვიზიტის დროს იყო ერთ-ერთი სტარტაპი, რომელიც პორტატულ, კომპაქტურ ბოსტანს აკეთებს. ბოსტანი სართულებზეა განლაგებული. ჩვენ ძალიან დავინტერესდით და გვინდა, რომ სკოლებში ანალოგიურად პატარა ბოსტნები იყოს და მოსწავლეებს თავიანთი შრომის ნაყოფი ჰქონდეთ'' - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშვრები შექმენეს
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...