მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეტალონის“ ავტორმა ზუგდიდის საკრებულოში Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა.
გოჩა ტყეშელაშვილმა საკრებულოს წარმომადგენლებს ახალი პროექტი გააცნო. მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი, ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე საიტი, საპილოტე რეჟიმშია ჩართული და უამრავ სიახლეს სთავაზობს მშობლებს, მოსწავლეებს და საგანმანათლებლო სფეროთი დაინტერესებულ პირებს.
საკრებულოს წარმომადგენლებმა პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ზუგდიდის გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია Etaloni.ge-სთან ახალი პროექტის შესახებ საუბრობს:
„Izrune.ge უმნიშვნელოვანესი პროექტია. ვთვლით, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური ფორმა მშობელთა ჩართულობისა საკუთარი შვილების განათლების დონის კონტროლის და დახვეწის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს არის ინოვაციური პროექტი, რომლის ანალოგი მე, პირადად, არც მახსენდება. ჩვენი მუნიციპალიტეტი დიდი სიამოვნებით ჩაერთვება ყველა მხარდამჭერ აქციაში, ეს იქნება ორგანიზაციული თუ სხვადასხვა სახის.''
Izrune.ge ხელს შეუწყობს განათლების სისტემის ეფექტურობას. პროექტი იქნება ორიენტირი მშობლებისათვის, მოსწავლეებისთვის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის თუ რაზე უნდა აიღონ ძირითადი აქცენტები და როგორ გამოასწორონ ხარვეზი, რომელიც მოსწავლესთან ურთიერთობაში არსებობს. აქედან გამომდინარე, დიდი გულისყურით ველოდებით ამ პროექტის განხორციელებას.“- აცხადებს მამუკა წოწერია.
ზუგდიდის საკრებულოს წევრის სანდრო სორდიას თქმით, პრეზენტაცია მართლაც შთამბეჭდავი იყო:
„შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ინოვაცია ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში. ასეთი პროექტის განხორციელება მკვეთრად გააუმჯობესებს მოსწავლეებში ცოდნის დონეს.
პროექტი უკავშირდება ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის სახელს, მის სახელთან კი დაკავშირებულია ინოვაციური პროექტების მთელი ნუსხა. ეს ადამიანი არის იდეების გენერატორი. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში Izrune.ge-ს მხარს ყველანაირად დავუჭერთ.“
ზუგდიდის საკრებულოს წევრი თამუნა ჯიქია Izrune.ge-ს შესახებ მის მოლოდინებს გვიზიარებს. მისი თქმით, ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი წამოწყება, რომელიც განათლების სისტემას გააუმჯობესებს:
„Izrune.ge ნამდვილად მისასალმებელი პროექტია. საკრებულოში გრანდიოზული პრეზენტაცია გაიმართა. ზუგდიდი ყოველთვის იყო მხარდამჭერი განათლების საინტერესო იდეებისა. ის მონდომება, რაც ამ პროექტშია ჩადებული აუცილებლად გამოიღებს შედეგს. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებს ეს მეტ სტიმულს მისცემს, სწავლისკენ შემოაბრუნებს. თანამედროვე თაობისთვის კომპიუტერი და ახალი ტექნოლოგიები არის პრიორიტეტი და წიგნს ნაკლებად კითხულობენ, Izrune.ge კი გარანტირებულად მოაბრუნებს ახალგაზრდობას წიგნისკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განათლების დონე ახალგაზრდებში ამაღლდება.“
ზუგდიდის საკრებულოს წევრი კონსტანტინე კაკავა აღნიშნავს, რომ Izrune.ge არა მხოლოდ განათლებაზე იქნება ორიენტირებული, მნიშვნელოვანია რომ პროექტი დაახლოვებს მშობელსა და შვილს:
„რა თქმა უნდა, Izrune.ge და ნებისმიერი პროექტი, რომელიც განხორციელდება „ეტალონის“ ეგიდით, არის მიმართული განათლების სტიმულირებისთვის, რათა ახალი თაობა მეტად მოტივირებული იყოს. Izrune.ge არა მხოლოდ განათლებაზე იქნება ორიენტირებული, მნიშვნელოვანია რომ პროექტი აახლოვებს მშობელსა და შვილს. მშობლის ფუნქცია იზრდება სწავლის პროცესში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც არის რომ ჩვენ, ზუგდიდის საკრებულო მხარს ვუჭერთ ამ ახალ პროექტს.“
''ეტალონის'' ავტორმა ზუგდიდის საკრებულოში Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა