მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში, პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ტრენინგების ციკლი ჩატარდა თემაზე - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს და მასწავლებლებს წლის გამავლობაში შესთავაზებს აღნიშნულ ტრენინგს.ასევე, 2024 წელს დაგეგმილია ტრენინგები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგის გავლის შემდეგ, პროფესიული განათლების მასწავლებლებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ