მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მზრუნველი მასწავლებლები მოსწავლეებს სიყვარულისა და სითბოს გაცემას ასწავლიან.
გულწრფელი ემოციების გამოსახატავად კი დედის დღე საუკეთესო დროა.
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IIIბ კლასში (დამრიგებელი მარიტა ბრეგაძე) გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით.
მოსწავლეებმა დედებს ორიგინალურად მიულოცეს მათი დღე, ლექსები, საცეკვაო ნომრები და სიმღერები მიუძღვნეს და მშობლის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს.
„აღსანიშნავია, რომ დედის დღე არის გულწრფელი დღესასწაული. დღე, რომელიც პატივს სცემს არაჩვეულებრივ ქალებს, რომლებიც ავსებენ ჩვენს ცხოვრებას სიყვარულით, ძალითა და თანაგრძნობით. ეს არის დრო, რომ გამოვხატოთ მადლიერება მათი მხარდაჭერისთვის. ძვირფასო დედებო, მუდამ გებრწყინოთ თქვენი შვილების წარმატებებით!“- აღნიშნავენ სკოლაში და გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს დედებს კიდევ ერთხელ ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სპეციალური საბჭო იმსჯელებს
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ