მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლაში, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში საინტერესო პროექტები და აქტივობები იმართება.
ახლახან, სკოლაში, პროექტი - „არა ბულინგს“ განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ბულინგის თემაზე ფილმი ნახეს, შემდგომ კი მის შესახებ დისკუსია გამართეს.
მათ საინტერესოდ იმსჯელეს და აღნიშნული პრობლემის შესახებ მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს. ბავშვებმა ასევე ბულინგის სახეებისა და ფორმების შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც კედლის გაზეთზე დაიტანეს. მათ საიტერესო ნახატები შექმნეს და დაამზადეს პლაკატები, პოსტერი და ვიდეორგოლი.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზით მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ ჩაგვრა მიუღებელია და ბულინგი დაგმეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სპეციალური საბჭო იმსჯელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ