მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლებას, მოსწავლეებისთვის საინტერესო ინიციატივებით გაჯერებული სასწავლო პროცესის შეთავაზებას და უცხო ენებისადმი ინტერესის აღძვრას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, ინგლისური ენის მენტორმა მასწავლებელმა, თამარ სამსონიძემ, მე-7 კლასში განახორციელა სოციალური პროექტი - „ბულინგი და ბულინგის ტიპები“.
სკოლაში განსაზღვრეს სიტყვა - „ბულინგის“ მნიშვნელობა და აღნიშნეს, რომ ეს არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სხვებზე გავლენის მოსახდენად, დასამცირებლად და რაიმეს ძალით გასაკეთებლად. ამ სახის აგრესიული ქცევა ხშირად სკოლის მოსწავლეებში ვლინდება და ორივე მხარეს ძალიან სერიოზული, გრძელვადიანი პრობლემები ექმნება - იმ ბავშვებს, რომლებსაც ჩაგრავენ და მათაც, ვინც ჩაგრავს!
„21-ე საუკუნე თანამდროვე მოზარდებს უამრავი გამოწვევის წინაშე აყენებს, ხშირად უწევთ სხვადასხვა პრობლემასთან გამკლავება, საკუთარი თავის დამკვიდრება ოჯახსა თუ საზოგადოებაში. ბრძოლა დამკვიდრებისთვის ხშირად იწვევს სხვათა უფლებების დარღვევას და საკუთარი უფლებების შელახვას. ძალადობა-ბულინგი ყოველთვის არსებობდა და საზოგადოება ნებისმიერ დროს ცდილობდა მასთან გამკლავებას. ბულინგის გამომწვევი მიზეზები ხშირად სხვადასხვაა და არასოდეს არაა ერთი, ის კომპლექსურია. შესაბამისად მისი იდენტიფიცირება და მასთან გამკლავება რთული, ზოგჯერ შეუძლებელიც კია“, - სწორედ პრობლემის ასე წარმოჩენითა და მისი გადაჭრის გზების საძიებლად განხორციელდა პროექტი, რომელმაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მთავარი მიზანი იყო მოზარდთა ცნობიერების ამაღლება ბულინგის სახეებზე, რადგან დღეს, თემა ძალინ აქტუალური და მნიშვნელოვანია.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს პრობლემა დამახასიათებელია მოზარდებისთვის, სკოლისათვის, მისგან გამოწვეული შედეგების აღმოფხვრა კი რთული - ბულინგი ფართო თემაა, აქედან გამომდინარე მასშტაბური.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მასწავლებელმა მოსწავლეებმა წარადგინეს Power Point-ში მომზადებული პრეზენტაციები ბულინგისა და ბულინგის ტიპების შესახებ, ასევე ინგლისურ ენაზე პლაკატები მოამზადეს და მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ჩვენებაც გამართეს, იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პრობლემის იდენტიფიცირება და პრევენცია.
პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწვალეებისთვის, მათ არაერთი ახალი და მნიშვნეოვანი ინფორმაცია მიიღეს და სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს.
იხილეთ ფოტოები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სპეციალური საბჭო იმსჯელებს
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ