მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაული - 3 მარტი განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლის IIბ და IIIბ კლასებში მუსიკის და ხელოვნების პედაგოგებმა: მარინე სახელაშვილმა და ნინო ფიდიურმა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები, სიმღერები, ხელოვნების მასწავლებელთან ერთად დამზადებული ნახატები, წარადგინეს და ასე მიულოცეს საყვარელ დედებს 3 მარტი.
ღონისძიებაში ასევე ჩართულნი იყვნენ მოსწავლეთა დედები, რამაც ბავშვების მოტივაცია და განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. მათ შვილების ნამუშევრებში უნდა ამოეცნოთ საკუთარი თავი.
აქტივობებმა იქ მყოფი თითოეული ადამიანი დადებითი ემოციით დამუხტა.
ღონისძიება ემოციური და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე მშობლებთათვის.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სპეციალური საბჭო იმსჯელებს
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ