მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესში ჩართულობისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის ა კორპუსის მოსწავლეებისთვის, რომლებიც პირველ ცვლაში სწავლობენ მოეწყო „ნიუტონის საღამოს“ პრეზენტაცია, რომელშიც მე-9ა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ისააკ ნიუტონის ცხოვრების, მოღვაწეობისა და კანონების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნულის შესახებ მოძიებული საინტერესო ინფორმაციები მე-9 კლასელებმა დამსწრე საზოგადოებას დიდი მონდომებით გააცნეს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ VII ა, VIIIა და X ა კლასების მოსწავლეები.
ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და შემეცნებითი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობებ მოსწავლეებს საჭირო ცოდნასა და უნარებს სძენს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სპეციალური საბჭო იმსჯელებს
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ