მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლა ყოფილ დირექტორს და ღვაწლმოსილ პედაგოგს - დოდო სიგუას გლოვობს. ის სკოლას რამდენიმე ათეული წელი ღირსეულად ემსახურა. ყოფილმა დირექტორმა სოფლის მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა, მათ საჭირო ცოდნა მისცა, ღირსეულ პიროვნებებად ჩამოაყალიბა და ცხოვრებისთვის მოამზადა.
ერუდირებული, უდიდესი ინტელექტისა და კულტურის მქონე ქალბატონი, თავისი საქმის ბრწყინვალე სპეციალისტი, საუკეთესო ადამიანი და კოლეგა - ამ სიტყვებით ახასიათებენ ყოფილ დირექტორს და მისი გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ.
„წავიდა ჩვენგან სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი და ღვაწლმოსილი პედაგოგი დოდო ბესარიონის ასული სიგუა.
ქალბატონი დოდო რამდენიმე ათეული წელი ემსახურებოდა სოფლის მოსწავლე-ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის საქმეს. ის იყო ერუდირებული, უდიდესი ინტელექტისა და კულტურის მქონე ქალბატონი, თავისი საქმის ბრწყინვალე სპეციალისტი, კარგი ადამიანი და კოლეგა. არასოდეს ამბობდა უარს თავისი მდიდარი გამოცდილება გაეზიარებინა კოლეგებისთვის. იყო საუკეთესო მრჩეველი და მეგობარი. არ არსებობს ადამიანი, რომელთანაც ერთხელაც კი ჰქონია ურთიერთობა და მისი სიმპათია და სიყვარული არ დაემსახურებინოს!
მთელი კოლექტივი დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ მისი გარდაცვალების გამო, იგი ყოველთვის იქნება ჩვენთვის როგორც მაგალითი კეთილსინდისიერების, გულისხმიერების, პროფესიონალიზმის, სითბოსა და სიყვარულის.
მსუბუქი იყოს მის გულზე დაყრილი მიწა! ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!“, - ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
„ეტალონის“ გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული პიროვნების გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს სკოლასა და გარდაცვლილის ოჯახს.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელს უფლება აქვს, უარი თქვას სასკოლო ფორმაზე, ისევე როგორც მოსწავლს - რა წერია კანონში
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ