მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში არაერთი საიტერესო ღონისძიება იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები შემოქმედებითი ღონისძიებით აღინიშნა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და ასე მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას გაზაფხულის დღეები.
მოსწავლეთა შემოქმედებითობამ დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციით დამუხტა.
3 და 8 მარტს, სკოლის დირექტორი რევაზ ძირკვაძე ყველა დედას, ქალბატონს ულოცავს და მათ ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს.
„დირექტორი ასევე მადლობას უხდის ზეიმში მონაწილე მოსწავლეებს, კულტურის სახლის მუშაკებს, მშობლებს და დამსწრე საზოგადოებას. გვახსოვდეს, „სანამ დედა ცოცხალია, ნურაფრის ნუ გვეშინია...მოვეფეროთ, მოვეფეროთ დედებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს დღე ემოციური, საინტერესო და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სპეციალური საბჭო იმსჯელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ