სიახლეები
სკოლები

„გაცოცხლებული ხელოვნება - ქანდაკებიდან ანიმაციამდე“ - შთამბეჭდავი ღონისძიება კერძო სკოლა „ანაბასისში“ 
07-03-2024
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“, დიდი ყურადღება ეთმობა პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვას.

ამჯერად, IV კლასში ხელოვნების პედაგოგის - ნანა გიორგაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი სახელწოდებით - „გაცოცხლებული ხელოვნება - ქანდაკებიდან ანიმაციამდე“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო: შეძენილი ცოდნის შეჯამება და ახალ რეალობაში გადატანა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა რამდენიმე ეტაპი გაიარეს, მიზნის მისაღწევად მასწავლებელთან ერთად დეტალურად დაგეგმეს სამუშაო პროცესი, მოიძიეს და დაახარისხეს საჭირო ინფორმაცია, შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო, ბოლოს კი, მიღწეული შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

სკოლაში გვიყვებიან, რომ პროექტი მიმდინარეობდა მოსწავლეთა სრული ჩართულობით.

თეორიული საკითხების: რა არის ქანდაკება?; როგორია ძველი და ახალი ქანდაკებები? - შესწავლის შემდეგ მოსწავლეებმა ნახეს ფილმი - „ხელოვნება მეთისთან და დადასთან ერთად - მიქელანჯელო“, რომელმაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მოსწავლეებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს ქართული ხალხური ზღაპრის პოპულარიზაციის მიზნით შეერჩიათ ზღაპარი - „კომბლე“, გამოეძერწათ ზღაპრის პერსონაჟები, შეექმნათ თეატრის დეკორაცია და გაეცოცხლებინათ საყვარელი ზღაპრის პერსონაჟები კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით.

კლასი დაიყო ჯგუფებად, მიმდინარეობდა ერთობლივი მუშაობა და მსჯელობა თუ როგორ შეექმნათ ტყის იმიტაცია პერსონაჟებთან ერთად, ბოლოს კი იყო კულმინაცია: მათ მიერ შექმნილი პერსონაჟებით და თეატრის დეკორაციით, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით შეძლეს საყვარელი გმირების გაცოცხლება და გახმოვანება. ასე გახდა შესაძლებელი ხელოვნების დარგების კავშირი ერთმანეთთან, ასევე კავშირი კომპიუტერულ ტექნიკასთან, რაც პროექტის ძირითადი მიზანი იყო.

პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტის - ანიმაციის ჩვენება გაიმართა მოსწავლეების, მშობლების, სკოლის დირექციის და მასწავლებლების წინაშე, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

ანიმაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს პროექტზე მუშაობის დროს მიღებული დაუვიწყარი ემოციები და შთაბეჭდილებები.

დასასრულს, სკოლის დირექტორმა, მშობლებმა და დამსწრე პედაგოგებმა მოსწავლეებს და ხელოვნების პედაგოგ ნანა გიორგაძეს მადლობა გადაუხადეს ინოვაციური პროექტის განხორციელებისთვის.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სპეციალური საბჭო იმსჯელებს

მასწავლებელს უფლება აქვს, უარი თქვას სასკოლო ფორმაზე, ისევე როგორც მოსწავლს - რა წერია კანონში

საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია

თითოეულ სკოლაში გაცდენილი საათები ანაზღაურდება - განათლების მინისტრის განმარტება

სენაკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი მიდგომა? 

სიახლეები
საზოგადოება