წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა დედებს ყვავილად შეკრული გრძნობები უსახსოვრეს
07-03-2024
დაკოპირებულია
-
+
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედის დღე გამორჩეული აქტივობებით აღინიშნა.
გაზაფხულის პირველ და ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ დღესასწაულს VIგ კლასში კლასის საათი მიეძღვნა. მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, თემატური ნამუშევარი დაამზადეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და საყვარელი მშობლები გაახარეს.
მათ ნამუშევარს კაქტუსის ფორმა ჰქონდა, მის თითოეულ ფურცელზე მოსწავლეებმა ფრაზები დაიტანეს, რითაც დედებს მადლობას უხდიდნენ და სიყვარულს უდასტურებდნენ.
„კლასის საათის ყოველი წამი სითბოთი და სიყვარულით ნალოლოავები აღმოჩნდა. ჩვენს დედებს მოკრძალებით, უსაზღვრო სიყვარულით, სათუთად შერჩეული ფრაზებით მოვეფერეთ და ყვავილად შეკრული გრძნობები შევკადრეთ საჩუქრად.
როგორ ვღელავდით და როგორ ვარჩევდით თქვენს სადარ სიტყვებს. კაქტუსის ყვავილიც სიმბოლურად შევარჩიეთ - ყვავილი, რომელიც უძლებს უდაბნოს ცხელ ჰავას, ქვიშა ნარევ ქარიშხალს და მაინც, თავისი მშვენიერებით, ცოცხლობს და ალამაზებს გარემოს. ჩვენი დედებიც ხომ უძლებთ ამ ცხოვრების ქარტეხილებს და მაინც მშვენიერები ხართ, შვილების ცხოვრების გასალამაზებლად.
ასე ქარიზმატულად მოვეფერეთ ჩვენს დედებს მე და ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები. დატკბით თქვენი შვილების გამხელილი წრფელი გრძნობებით. გვსურს, ყველა დედა იყოს დღეგრძელი და ბედნიერი“,- წერს კლასის დამრიგებელი.