სიახლეები
სკოლები

კაბლის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის სადარაჯოზე 
07-03-2024
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

26 თებერვლიდან, 2 მარტის ჩათვლით, სკოლაში პროექტის - „კაცი რომ თავსა ავს უზამს“ ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ პროექტი სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. მისი მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ნარკოტიკებისა და თრობის სხვა საშუალებების გამოყენების პრევენცია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მიზნის მისაღწევად, არაფორმალური, თავისუფალი გარემო და სახალისო აქტივობები გამოიყენეს. გაიმართა სპორტული შეჯიბრი ფრენბურთში, სადაც კაბლის N1 საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები გიორგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. თამაში კაბლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გამარჯვებით, ანგარიშით - 2:0 დასრულდა. 

მოსწავლეებს მხარს უჭერდნენ და აქტიურად ეხმარებოდნენ კაბლის N1 საჯარო სკოლიდან ინგლისური ენისა და სპორტის მასწავლებლები - ანარა ნაბიევი და ანარ ნაბიევი, ხოლო გიორგეთის საჯარო სკოლიდან - სპორტის მასწავლებელი ჯონი ნადირაძე. ღონისძიებას ორივე სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები ესწრებოდნენ.

გარდა ამისა, სპორტული ღონისძიებები კაბლის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზშიც ჩატარდა. უფროსკლასელი მოსწავლეები ერთმანეთს ფრენბურთსა და ბაგირის გადაზიდვაში შეეჯიბრნენ. პროექტი საშუალო საფეხურის მოსწავლეების ინიციატივითა და მთელი სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელდა.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ინგლისური ენის და სპორტის პედაგოგების როლი. იყო ბევრი დადებითი ემოცია და მუხტი. პროექტის ძირითადი მიზანი, როგორც ვთქვით, ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო, მაგრამ მან ხელი შეუწყო აგრეთვე ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი ბავშვების ინტეგრაციის გაღრმავებასაც. ბევრი ასეთი პროექტის განხორციელება სასიკეთოდ წაადგება ჩვენი ბავშვების მომავალს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები
KIU-ს ახალი სამაგისტრო პროგრამა ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM) - სწავლის, კარიერული ზრდისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობა

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - ცნობარი განახლდა ! 

„ჩვენმა კურსდამთავრებულმა მარიამ სოფრომაძემ კი აუღებელი ციხესიმაგრის აღება შეძლო და 70 ქულიდან - 70 ქულა აიღო“ 

პიროვნება
სკოლები
სპექტაკლის სცენარის ავტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ მჭედლიძე გახლავ

„სკოლა ულოცავს ამ დიდ წარმატებას გიორგის და კონკურსში მონაწილე საესტრადო სტუდიას“

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სიახლეები
საზოგადოება