სიახლეები
სკოლები

ძირკვაძეების საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეთა ინიციატივით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში მოეწყო
07-03-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მათი ინტელექტის ამაღლებასა და საინტერესო ღონისძიებებით სასწავლო პროცესის გახალისებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში აქტიურად ეწყობა ინტელექტუალური თამაშები, რომლებიც მოსწავლეებს ძალიან უყვართ და დიდი ინტერესით ერთვებიან. 

სკოლაში, მოსწავლეებისთვის არაერთხელ გამართულა თამაში - „რა? სად? როდის?“ და როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაშს ყოველთვის დიდი მუხტი მოჰქონდა. როდესაც თამაშს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები უყურებდნენ მათაც უჩნდებოდათ თამაშის სურვილი. 

მიმდინარე წლის 27 თებერვალს, XI კლასის მოსწავლეების ინიციატივითა და ორგანიზებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ინტელექტუალური თამაში.

მოსწავლეებით დაკომპლექტდა სამი გუნდი - „მგლები“, „არწივები“ და „სპაიდერმენები“, თამაშის ბოლოს კი, გამარჯვება, გუნდმა - „სპაიდერმენებმა“ მოიპოვეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაშს დიდი ინტერესი მოყვა, მონაწილეები ყურადღებით ისმენდნენ დასმულ შეკითხვებს და სხარტად სცემდნენ პასუხს.

აღსანიშნავია, რომ თამაშის მიზანი იყო მოსწავლეებს ესწავლათ ყურადღებით და დაკვირვებით მოსმენა, გუნდური მუშაობა და სხარტი აზროვნება.

თამაშის ბოლოს თითოეულ მონაწილეს  გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები
KIU-ს ახალი სამაგისტრო პროგრამა ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM) - სწავლის, კარიერული ზრდისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობა

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - ცნობარი განახლდა ! 

„ჩვენმა კურსდამთავრებულმა მარიამ სოფრომაძემ კი აუღებელი ციხესიმაგრის აღება შეძლო და 70 ქულიდან - 70 ქულა აიღო“ 

პიროვნება
სკოლები
სპექტაკლის სცენარის ავტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ მჭედლიძე გახლავ

„სკოლა ულოცავს ამ დიდ წარმატებას გიორგის და კონკურსში მონაწილე საესტრადო სტუდიას“

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სიახლეები
საზოგადოება